კატეგორია: მსოფლიო

გერმანელმა პილოტებმა თვითმფრინავი ქარიშხლის დროს დასვეს – ვიდეო

გერმანელმა პილოტებმა თვითმფრინავი ქარიშხლის დროს დასვეს - ვიდეო

დიუსელდორფის აეროპორტში გერმანელმა პილოტებმა თვითმფრინავი ქარიშხლის დროს დასვეს. რეგიონში ქარიშხალი “ფრედერიკე” მძვინვარებდა. ქარის სიჩქარე 110 კმ/სთ-ს აღწევდა. ამ მოვლენის ამსახველ ვიდეოს უამრავი მაყურებელი ჰყავს.

ნათლისღებაზე სააკაშვილმა ყინულიან წყალში გაცურა

ნათლისღებაზე სააკაშვილმა ყინულიან წყალში გაცურა

ნათლისღების დღესასწაულზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ჰიდროპარკში, ყინულიან წყალში გაცურა. ფოტოები მან ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა. ნიუპოსტი

თითქმის 200 ათასამდე ყირგიზს არ გააჩნია შემოსავლის წყარო

თითქმის 200 ათასამდე ყირგიზს არ გააჩნია შემოსავლის წყარო

მალე ყირგიზეთი სამწუხარო თარიღს აღნიშნავს – სატვირთო ბოინგის ბიშკეკთან განცდილი კატასტროფიდან წლისთავს. ამ ტრაგედიის დროს მსხვერპლი 39 ადამიანს შეადგენდა, აქედან-17 ბავშვი. თუმცა, ამ დრომდე, არც დაღუპულთა ახლობლებს, არც ყირგიზელ ხალხს არ მოუსმენია საბოდიშო სიტყვები იმ საშინელ მოვლენებში მთავარი დამნაშავისაგან – ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ალმაზბეკ ატამბაევისაგან. დღეს უკვე არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს, თუ ვინ იყო იმ ტვირთის […]

როჯერ ტორენტო კატალონიის პარლამენტის ახალი თავმჯდომარე გახდა

როჯერ ტორენტო კატალონიის პარლამენტის ახალი თავმჯდომარე გახდა

რამდენიმე დღის წინ კატალონიის პარლამენტის ახალ თავმჯდომარედ 38 წლის როჯერ ტორენტო აირჩიეს. მას შემდეგ, რაც როჯერ ტორენტოს ფოტოები გავრცელდა, თვითერი მის შესახებ პოსტებმა წალეკა. ყველა ამბობს, ტორენტო ყველაზე სექსუალური პოლიტიკოსების სიას ოფიციალურად შეემატა. თავად ტორენტო კატალონიის მემარცხენე რესპუბლიკური პარტიის წევრია.  ის რეგიონალური პარლამენტის ყველაზე ახალგაზრდა სპიკერი გახდა. ნიუპოსტი

ყაზახეთში ავტობუსში 52 მგზავრი დაიწვა

ყაზახეთში ავტობუსში 52 მგზავრი დაიწვა

ყაზახეთში ავტობუსს, რომელშიც 57 ადამიანი იმყოფებოდა ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად 52 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა. ხუთივე მათგანი საავადმყოფოებში გადაიყვანეს. შემთხვევა ირგიზის რაიონში დღეს დილით მოხდა. ინფორმაციას ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი რუსლან იმანკულოვი ავრცელებს. შემთხვევის გამომწვევი მიზეზი უცნობია. პირველი

მოსკოვში ქართველი კანონიერი ქურდი გურამ ჩიხლაძე, მეტსახელად „კვეჟოევიჩი“ დააკავეს

მოსკოვში ქართველი კანონიერი ქურდი გურამ ჩიხლაძე, მეტსახელად „კვეჟოევიჩი“ დააკავეს

მოსკოვში ე.წ. კანონიერი ქურდი გურამ ჩიხლაძე, მეტსახელად „კვეჟოევიჩი“ დააკავეს. ამის შესახებ „როსბალტი“ წერს. როგორც სააგენტოს სამართალდამცავ ორგანოებში საკუთარმა წყარომ აცნობა, გურამ ჩიხლაძე 16 იანვარს საღამოს მოსკოვში, ნაქირავებ ბინაში დააკავეს. მას ოფიციალურად განუცხადეს, რომ ის არალეგალი მიგრანტია და იზოლატორში გადაიყვანეს. უახლოეს დღეებში ჩიხლაძეს რუსეთიდან დეპორტაცია ელოდება. „როსბალტის“ ინფორმაციით, 2014 წელს ჩიხლაძეს ყოფილი ე.წ. კანონიერი ქურდის დავით […]

გერმანიაში 59 წლის მამაკაცის მკვლელობისთვის საქართველოს მოქალაქე და მისი რუსი ცოლი დააკავეს

გერმანიაში 59 წლის მამაკაცის მკვლელობისთვის საქართველოს მოქალაქე და მისი რუსი ცოლი დააკავეს

გერმანელმა სამართალდამცავებმა 59 წლის მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე და მისი მეუღლე დააკავეს. ამის შესახებ გამოცემა badische-zeitung.de იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი 39 წლის ქართველი მამაკაცი, ეროვნებით რუს მეუღლესთან ერთად ქალაქ ულმში ცხოვრობდა. გამოძიების ცნობით, ისინი მოკლულის ოჯახის წევრებს იცნობდნენ. საქართველოს მოქალაქეს და მის მეუღლეს თავდაპირველად, სავარაუდოდ, მოკლულის ბინის გაქურდვა ჰქონდათ განზრახული. შემთხვევას შეესწრო მოხუცი ქალიც, […]

ნიკა გვარამია უკრაინაში შავ სიაში შეიყვანეს

ნიკა გვარამია თეა წულუკიანზე - ”ამას მავნებლობაც და დებილობაც აღარ ქვია”

უკრაინულმა საიტმა „მშვიდობისმყოფელი“ (Миротворца) „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ბაზაში შეიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას საიტი ფეისბუკზე ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ გვარამია ბაზაში შეიყვანეს ინფორმაციულ-ფსიქოლოგიური ღონისძიებების გატარებისთვის, რომლის მიზანიც უკრაინული სახელმწიფო ინსტიტუტის ნგრევა იყო, ასევე, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის. „რუსთავი 2“-მა გამოაქვეყნა პეტრე პოროშენკოს წერილების ასლი, რომელიც რუსეთის უსაფრთხოების სამსახურს ატყობინებდა, რომ პოროშენკო დაკავებულია რუსეთისთვის […]

”ერთი თავდამსხმელი კაბინეტის კარში იდგა, მეორე კი ბავშვებს დანას ურტყამდა” – სისხლიანი გარჩევა რუსეთის სკოლაში

"ჩემმა ვაჟმა ჩემი ქალიშვილის ქმარი ჩხუბში მოკლა"

დღეს ადგილობრივი დროით დილის 10 საათზე, რუსეთის ქალაქ პერმის 127-ე სკოლაში სისხლიანი ჩხუბი მოხდა. ჩხუბი სკოლის დერეფანში დაიწყო 17 წლის 2 ბიჭს შორის. მათგან ერთ-ერთი 127-ე სკოლის მოსწავლეა, მეორე კი ადრე სწავლობდა ამ სკოლაში. რაღაც მომენტში მოჩხუბრები შევარდნენ კაბინეტში, სადაც მე-4 კლასის გაკვეთილი მიმდინარეობდა. მასწავლებელმა მათი გაშველება სცადა, რის გამოც თავად დაიჭრა. გარდა ამისა, დაშავდა […]

პერუს სანაპიროსთან 7,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა

აზერბაიჯანი-ირანის საზღვართან მიწისძვრა მოხდა

პერუს სანაპიროსთან 7,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს გეოლოგიური სამსახური ავრცელებს. მიწისქვეშა რყევა ადგილობრივი დროით 04:18 საათზე აკარას დასახლებული პუნქტიდან 31 კილომეტრში დაფიქსირდა. ინფორმაცია დაშავებულებზე არ გავრცელებულა. პერუს სანაპიროს ზოგიერთ ნაწილში ცუნამის საშიშროება გამოცხადდა. ინტერპრესნიუსი