კატეგორია: მსოფლიო

სპეცრაზმმა დაკავებული მიხეილ სააკაშვილი შენობიდან გამოიყვანა – ვიდეო

სპეცრაზმმა დაკავებული მიხეილ სააკაშვილი შენობიდან გამოიყვანა - ვიდეო

დაკავებული მიხეილ სააკაშვილი სპეცრაზმმა შენობიდან გამოიყვანა. უკრაინულ მედიაში ვრცელდება მიხეილ სააკაშვილის დაკავების და მისი შენობიდან გამოყვანის კადრები. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბინაში ჩხრეკას უკრაინის გენერალური პროკურატურა და უსაფრთხოების სამსახური დილიდან ატარებდა. საქმე ეხება სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც გენერალური პროკურატურის წარმოებაშია, თუმცა კონკრეტული საქმე არ სახელდება. ინტერპრესნიუსი

სააკაშვილის მომხრეები სპეცრაზმს დაუპირისპირდნენ

სააკაშვილის მომხრეები სპეცრაზმს დაუპირისპირდნენ

კიევში, მიხეილ სააკაშვილის სახლთან შეკრებილ მხარდამჭერებსა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა. სააკაშვილის მომხრეები ცდილობენ, გაარღვიონ სპეცრაზმის ალყა. სად იმყოფება ამჟამად მიხეილ სააკაშვილი უცნობია. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბინაში ჩხრეკას უკრაინის გენერალური პროკურატურა და უსაფრთხოების სამსახური დილიდან ატარებს. საქმე ეხება სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც გენერალური პროკურატურის წარმოებაშია, თუმცა კონკრეტული საქმე არ სახელდება. ინტერპრესნიუსი

მიხეილ სააკაშვილი შეიძლება დააკავონ

მიხეილ სააკაშვილი შეიძლება დააკავონ

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი რუსლან ჩერნოლუცკი თავისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავებას არ გამორიცხავს. მანვე დაადასტურა, რომ სააკაშვილის ბინაში ჩხრეკა მიმდინარეობს. – არსებობს ორი რისკი: უკრიანიდან უკანონო გაძევება, შესაძლო დაკავება და დაპატიმრებაც კი. მინდა შეგახსენოთ, რომ ყველა ეს ქმედება უკანონო იქნება, რადგან კანონმდებლობის თანახმად, დეპორტაცია და ექსტრადირება აკრძალულია იმის გამო, რომ ჩვენ გასაჩივრებული გვაქვს სახელმწიფო მიგრაციული სამსახურის […]

პრაღაში საფეხმავლო ხიდი ჩაინგრა

პრაღაში საფეხმავლო ხიდი ჩაინგრა

ჩეხეთის დედაქალაქში საფეხმავლო ხიდი ჩაინგრა. ოთხი ადამიანი დაშავდა. დაშვებულები საავადმყოფოში იმყოფებიან. შემთხვევის ადგილზე სამძებრო ღონისძიებების ტარდება სხვა შესაძლო მსხვერპლთა საპოვნელად. სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენი, სახანძრო და პოლიცია. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა e15.cz. ავრცელებს. სახანძროს წარმომადგენლის თქმით, მათ ოთხი ფეხით მოსიარულე გადაარჩინეს. ხიდის ნახევარი ჩავარდნილია. მეორე ნახევარი კი ნებისმიერ დროს შეიძლება ჩავარდეს. იმედინიუსი

ტრამპი – ”რუსეთთან გარიგება არ არსებობს” – პრეზიდენტი ფლინის ჩვენებას გამოეხმაურა

დონალდ ტრამპი: ,,ჩრდილოეთ კორეა პრობლემებს ეძებს”

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მაიკლ ფლინის ყალბი ჩვენების შესახებ განაცხადა, რომ “არ არსებობს არანაირი გარიგება” რუსეთთან. ტრამპის ყოფილი მრჩეველის სკანდალურ აღიარებაზე პირველი კომენტარი პრეზიდენტმა ასოშიეიტედ პრესს მისცა.  1 დეკემბერს, ცნობილი გახდა, რომ მაიკლ ფლინმა, ტრამპის გაპრეზიდენტებამდე რუს ელჩთან შეხვედრის შესახებ ყალბი ჩვენება მისცა. მომავალ კვირას ის ვაშინგტონის სასამართლოს წინაშე წარდგება. მას “გამიზნულად ნათქვამი თაღლითური განცხადებები” ედება ბრალად. […]

უკრაინაში შობას 25 დეკემბერს ოფიციალურად აღნიშნავენ

უკრაინაში შობას 25 დეკემბერს ოფიციალურად აღნიშნავენ

უკრაინაში ამოქმედდა კანონი, რომლის თანახმად, 25 დეკემბერი, ისევე როგორც 7 იანვარი, იქნება სახელმწიფო დღესასწაულიც და უქმე დღეც. კანონი, რომლითაც შობის ორმაგი აღნიშვნა შეიძლება, ოფიციალურ გამოცემა “უკრაინის ხმაში” გამოქვეყნდა. კიდევ ერთი არასამუშაო დღე 2 მაისის გაუქმებით დაბალანსდა, რომელიც როგორც შრომის დღე, 1 მაისთან ერთად,  ადრე უქმე იყო, ახლა კი სამუშაო დღეა. უკრაინაში კათოლიკეების რაოდენობა, რომლებიც შობას 25 დეკემბერს […]

თემურ ალასანია ბორისპოლში დააკავეს

თემურ ალასანია ბორისპოლში დააკავეს

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისი ბიძა, თემურ ალასანია ბორისპოლის აეროპორტშია დაკავებული და მას უკრაინაში არ უშვებენ. ამის შესახებ სააკაშვილი “ფეისბუკზე” წერს. “ბიძაჩემი, დედაჩემის ძმა, უკვე 3 საათია ბორისპოლის აეროპორტში ჰყავთ დაკავებული და არ უშვებენ. ის აშშ-ში ცხოვრობს, მაღაალი რანგის ყოფილი დიპლომატია, წლების განმავლობაში გაეროს ერთ-ერთ განყოფილებას ხელმძღვანელობდა ნიუ-იორკში, […]

გერმანიაში შესაძლოა შაურმა აიკრძალოს

გერმანიაში შესაძლოა შაურმა აიკრძალოს

მთელი გერმანიის მასშტაბით შესაძლოა შაურმა აღარ გაიყიდოს. ევროპარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა ევროკომიის წინადადება შაურმისთვის განკუთვნილ გაყინულ ხორცში ფოსფატების გამოყენებაზე პირველი მოსმენით არ მიიღო. ამის შესახებ გამოცემაThe Local-ი წერს. ამჟამად ფოსფატების გამოყენება დაშვებულია ახალ ხორცში, თუმცა გაყინულის შემთხვევაში ნორმა არ არის დადგენილი. კომიტეტი აღნიშნავს, რომ ფოსფასტების გამოყენება მომხმარებლების ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედებს. ევროპარლამენტი ამ საკითხზე მსჯელობას 2017 წლის […]

აშშ-ში მიწისძვრა მოხდა

აშშ-ში მიწისძვრა მოხდა

აშშ-ს აღმოსავლეთ სანაპიროზე 4.1 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. მიწისძვრის ბიძგები ნიუ-იორკიდან ბალტიმორამდე იგრძნობოდა. ამის შესახებ აშშ-ს გეოლოგიური სამსახური ავრცელებს ინფორმაციას. მიწისძვრა ადგილობრივი დროით 21:47 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი 8,1 კილომეტრის სიღრმეზე იყო, 10 კილომეტრში ქალაქ დოვერიდან, დელავერის შტატში. დაშავებულებზე ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ინტერპრესნიუსი

ირანში 5,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

საქართველოში 5,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა - ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა დედაქალაქშიც

ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთში 5,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი იუწყება. მიწისქვეშა ბიძგები ქალაქ კერმანიდან 65 კილომეტრში დაფიქსირდა. მიწისძვრის კერა 13 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. შესაძლო მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ინტერპრესნიუსი