უკრაინაში შობას 25 დეკემბერს ოფიციალურად აღნიშნავენ

უკრაინაში შობას 25 დეკემბერს ოფიციალურად აღნიშნავენუკრაინაში ამოქმედდა კანონი, რომლის თანახმად, 25 დეკემბერი, ისევე როგორც 7 იანვარი, იქნება სახელმწიფო დღესასწაულიც და უქმე დღეც. კანონი, რომლითაც შობის ორმაგი აღნიშვნა შეიძლება, ოფიციალურ გამოცემა “უკრაინის ხმაში” გამოქვეყნდა.
კიდევ ერთი არასამუშაო დღე 2 მაისის გაუქმებით დაბალანსდა, რომელიც როგორც შრომის დღე, 1 მაისთან ერთად,  ადრე უქმე იყო, ახლა კი სამუშაო დღეა.
უკრაინაში კათოლიკეების რაოდენობა, რომლებიც შობას 25 დეკემბერს აღნიშნავენ, 4-5 მილიონს აღწევს. 25 დეკემბრის სახელმწიფო დღესასწაულად გამოცხადების იდეა პეტრო პოროშენკოს გუნდის წევრებს ეკუთვნით.

იმედინიუსი