კატეგორია: მსოფლიო

თემურ ალასანია ბორისპოლში დააკავეს

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისი ბიძა, თემურ ალასანია ბორისპოლის აეროპორტშია დაკავებული და მას უკრაინაში არ უშვებენ. ამის შესახებ სააკაშვილი “ფეისბუკზე” წერს. “ბიძაჩემი, დედაჩემის ძმა, უკვე 3 საათია ბორისპოლის აეროპორტში ჰყავთ დაკავებული და არ უშვებენ. ის აშშ-ში ცხოვრობს, მაღაალი რანგის ყოფილი დიპლომატია, წლების განმავლობაში გაეროს ერთ-ერთ განყოფილებას ხელმძღვანელობდა ნიუ-იორკში, […]

გერმანიაში შესაძლოა შაურმა აიკრძალოს

მთელი გერმანიის მასშტაბით შესაძლოა შაურმა აღარ გაიყიდოს. ევროპარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა ევროკომიის წინადადება შაურმისთვის განკუთვნილ გაყინულ ხორცში ფოსფატების გამოყენებაზე პირველი მოსმენით არ მიიღო. ამის შესახებ გამოცემაThe Local-ი წერს. ამჟამად ფოსფატების გამოყენება დაშვებულია ახალ ხორცში, თუმცა გაყინულის შემთხვევაში ნორმა არ არის დადგენილი. კომიტეტი აღნიშნავს, რომ ფოსფასტების გამოყენება მომხმარებლების ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედებს. ევროპარლამენტი ამ საკითხზე მსჯელობას 2017 წლის […]

აშშ-ში მიწისძვრა მოხდა

აშშ-ს აღმოსავლეთ სანაპიროზე 4.1 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. მიწისძვრის ბიძგები ნიუ-იორკიდან ბალტიმორამდე იგრძნობოდა. ამის შესახებ აშშ-ს გეოლოგიური სამსახური ავრცელებს ინფორმაციას. მიწისძვრა ადგილობრივი დროით 21:47 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი 8,1 კილომეტრის სიღრმეზე იყო, 10 კილომეტრში ქალაქ დოვერიდან, დელავერის შტატში. დაშავებულებზე ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ინტერპრესნიუსი

ირანში 5,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთში 5,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი იუწყება. მიწისქვეშა ბიძგები ქალაქ კერმანიდან 65 კილომეტრში დაფიქსირდა. მიწისძვრის კერა 13 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. შესაძლო მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ინტერპრესნიუსი

ხორვატმა გენერალმა სლობოდან პრალიაკმა ჰააგის სასამართლოზე თავი მოიკლა – ვიდეო

ხორვატი გენერალი სლობოდან პრალიაკი, რომელმაც ჰააგის სასამართლოში მისი განაჩენის გამოცხადების შემდეგ საწამლავი დალია, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ ხორვატული მედია იუწყება. მას შემდეგ, რაც მოსამართლემ 20-წლიანი პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა, პრალიაკმა ჭიქით რაღაც სითხე დალია, რომელიც მან სხდომათა დარბაზში შეიტანა და განაცხადა, რომ ეს საწამლავი იყო. საწამლავის დალევამდე კი მან აღნიშნა, რომ სამხედრო დამნაშავე არ არის […]

რუსული რაკეტის ჩამოვარდნაში ეპისკოპოსს ადანაშაულებენ, რომელმაც რაკეტა აკურთხა

სამშაბათს, 28 ნოემბერს რუსეთმა რაკეტმზიდი Союз-2.1б 19 თანამგზავრთან ერთად არმურის ოლქის კოსმოდრომიდან გაუშვა. რაკეტის გაშვების შემდეგ პრობლემები წარმოიშვა, მან ორბიტაზე გასვლა ვერ შეძლო და ატლანტის ოკეანეში ჩავარდა. აღნიშნულ ფაქტზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს რუსეთის კოსმოსური სააგენტო, თუმცა კომენტარი გააკეთა რუსმა სასულიერო პირმა ანდრეი კურაევმა და სხვა პირებთან ერთად იმ მღვდლების პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა, რომლებმაც რაკეტა აკურთხეს. […]

პუჩდემონი – ”ესპანეთში დავბრუნდები, თუ 21 დეკემბრის არჩევნებში გავიმარჯვებთ”

კატალონიის ყოფილი ლიდერი კარლეს პუჩდემონი, რომლის ექსტრადირებას ესპანური სასამართლო ბელგიიდან ითხოვს, ესპანეთში დაბრუნების პირობებს ასახელებს. პუჩდემონის თქმით, ის ესპანეთში იმ შემთხვევაში დაბრუნდება, თუ კატალონიაში 21 დეკემბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს. პუჩდემონი არჩევნებში ბლოკ „ერთად კატალონიისთვის“ სიით მონაწილეობს. „თუ თქვენ ჩემი პარლამენტში ყოფნა გსურთ, მე იქ ვიქნები და თანამდებობას დავიკავებ“, – განაცხადა პუჩდემონმა სოციალურ ქსელებში გავრცელებულ […]

კადიროვი მზადაა, თანამდებობა დატოვოს

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერი რამზან კადიროვი მზადაა, თანამდებობა დატოვოს. ამის შესახებ კადიროვმა რუსულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში ისაუბრა. მისი განცხადებით, ჩეჩნეთში ცვლილებების დროა და პოსტის დატოვების შემდეგ მუსლიმთა წმინდა ადგილების დასაცავად წასვლის სურვილი გამოთქვა. კრემლში აცხადებენ, რომ რამზან კადიროვის გადადგომის შესახებ განცხადება არ მიუღიათ. ნიუპოსტი

თურქეთში იზმირთან მიწისძვრა მოხდა

თურქეთის სამხრეთით, იზმირთან 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ipress-ი ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის(EMSC) მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. მიწისძვრის ეპიცენტრი იზმირიდან 192 კილომეტრში, ქალაქ ულასთან მდებარეობდა. მსხვერპლთა ან დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. იმედინიუსი

ეგვიპტის მეჩეთში დაღუპულთა რიცხვმა 184-ს მიაღწია

ეგვიპტის სახელმწიფო ტელევიზიის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, ეგვიპტის ქალაქ ელ-არიშში,მეჩეთში მომხდარი აფეთქების დროს დაღუპულთა რიცხვმა 184-ს მიაღწია. აფეთქება ეგვიპტის ქალაქ ელ-არიშის მეჩეთში დღეს მოხდა. ტერორისტები მეჩეთში პარასკევის ლოცვის დროს შეიჭრნენ და ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედეს, ხოლო შემდეგ ცეცხლი გახსნეს. ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, თავდამსხმელების მიზანი მეჩეთში მყოფი ეგვიპტის თავდაცვის უწყების წარმომადგენლები იყვნენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტერორისტები სასწრაფო […]