თემურ ალასანია ბორისპოლში დააკავეს

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისი ბიძა, თემურ ალასანია ბორისპოლის აეროპორტშია დაკავებული და მას უკრაინაში არ უშვებენ. ამის შესახებ სააკაშვილი “ფეისბუკზე” წერს.

“ბიძაჩემი, დედაჩემის ძმა, უკვე 3 საათია ბორისპოლის აეროპორტში ჰყავთ დაკავებული და არ უშვებენ. ის აშშ-ში ცხოვრობს, მაღაალი რანგის ყოფილი დიპლომატია, წლების განმავლობაში გაეროს ერთ-ერთ განყოფილებას ხელმძღვანელობდა ნიუ-იორკში, ახლა ის გადამდგარია და ჩემს მოსანახულებლად ჩამოფრინდა“ – წერს სააკაშვილი.