უკრაინის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებთან ერთად უკრაინის პარლამენტის შენობასთან იმყოფება. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ადგილზე შეკრებილ მრავალათასიან მხარდამჭერებს უკრაინულ ენაზე მიმართავს. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველების მობილიზება ხდება. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი დროით 16:00 საათზე პარლამენტში გენერალური პროკურორი იური ლუცენკო უნდა გამოვიდეს. ნიუპოსტი
კატეგორია: მსოფლიო
იულია ტიმოშენკომ სააკაშვილს უკრაინის პრეზიდენტი უწოდა
უკრაინული პარტია “ბატკივშინას” ლიდერმა იულია ტიმოშენკომ რადაში სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილს უკრაინის პრეზიდენტი უწოდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. ოდესის ყოფილი გუბერნატორის დაპატიმრება ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა დაგმო და პეტრო პოროშენკოს ხელისუფლება ტერორში დაადანაშაულა. “მაშინაც კი, თუ ჩვენ განსხვავებული პოლიტიკური ძალები ვართ, არავის აქვს უფლება თავისუფალი რევოლუციის შემდეგ, უკრაინის ორი რევოლუციის შემდეგ, მასობრივი რეპრესიების შემდეგ, მთელი ცივილიზებული სამყაროს […]
მიხეილ სააკაშვილი რადასკენ დაიძრა – ვიდეო
ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი რადას შენობისკენ დაიძრა. მასთან ერთად, მისი რამდენიმე ათასი მხარდამჭერი იმყოფება. ამის შესახებ ადგილობრივი მედიაწერს. სააკაშვილი, რადასთან, სადაც სხდომა მიმდინარეობს, საპროტესტო აქციის ჩატარებას გეგმავს. “გამარჯვებისთვის ვარ დაბადებული და ამ გამარჯვებას აუცილებლად მივაღწევ. არ ვაპირებ ბრძოლის შეწყვეტას არც უკრაინაში და არც საქართველოში,”- განაცხადა სააკაშვილმა. მანამდე მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებმა მიკროავტობუსიდანდაიხსნეს. ბორკილდადებული ოდესის ყოფილი გუბერნატორი ხალხის წინაშე […]
სააკაშვილის დაკავება შესაძლოა კახა ბენდუქიძის ცენტრს უკავშირდებოდეს
კიევში მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, ჯერჯერობით არ გავრცელებულა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მუხლით წარუდგინეს სააკაშვილს ბრალდება, თუმცა ერთ-ერთ ვერსიად განიხილება ბენდუქიძის ცენტრთან დაკავშირებული საქმე. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი გუშინ სოციალურ ქსელში წერდა: „ბენდუქიძის ცენტრთან დაკავშირებით, რომელსაც ხელმძღვანელობს ვლადიმირ ფედორინი და რომლის თანადამფუძნებელიც ვარ მე, გენერალურმა პროკურატურამ საქმე აღძრა ჯაშუშობის მუხლით, უცხო ქვეყნის ხელისუფლებისთვის ინფორმაციის გადაცემის […]
სპეცრაზმმა დაკავებული მიხეილ სააკაშვილი შენობიდან გამოიყვანა – ვიდეო
დაკავებული მიხეილ სააკაშვილი სპეცრაზმმა შენობიდან გამოიყვანა. უკრაინულ მედიაში ვრცელდება მიხეილ სააკაშვილის დაკავების და მისი შენობიდან გამოყვანის კადრები. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბინაში ჩხრეკას უკრაინის გენერალური პროკურატურა და უსაფრთხოების სამსახური დილიდან ატარებდა. საქმე ეხება სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც გენერალური პროკურატურის წარმოებაშია, თუმცა კონკრეტული საქმე არ სახელდება. ინტერპრესნიუსი
სააკაშვილის მომხრეები სპეცრაზმს დაუპირისპირდნენ
კიევში, მიხეილ სააკაშვილის სახლთან შეკრებილ მხარდამჭერებსა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა. სააკაშვილის მომხრეები ცდილობენ, გაარღვიონ სპეცრაზმის ალყა. სად იმყოფება ამჟამად მიხეილ სააკაშვილი უცნობია. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბინაში ჩხრეკას უკრაინის გენერალური პროკურატურა და უსაფრთხოების სამსახური დილიდან ატარებს. საქმე ეხება სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც გენერალური პროკურატურის წარმოებაშია, თუმცა კონკრეტული საქმე არ სახელდება. ინტერპრესნიუსი
მიხეილ სააკაშვილი შეიძლება დააკავონ
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი რუსლან ჩერნოლუცკი თავისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავებას არ გამორიცხავს. მანვე დაადასტურა, რომ სააკაშვილის ბინაში ჩხრეკა მიმდინარეობს. – არსებობს ორი რისკი: უკრიანიდან უკანონო გაძევება, შესაძლო დაკავება და დაპატიმრებაც კი. მინდა შეგახსენოთ, რომ ყველა ეს ქმედება უკანონო იქნება, რადგან კანონმდებლობის თანახმად, დეპორტაცია და ექსტრადირება აკრძალულია იმის გამო, რომ ჩვენ გასაჩივრებული გვაქვს სახელმწიფო მიგრაციული სამსახურის […]
პრაღაში საფეხმავლო ხიდი ჩაინგრა
ჩეხეთის დედაქალაქში საფეხმავლო ხიდი ჩაინგრა. ოთხი ადამიანი დაშავდა. დაშვებულები საავადმყოფოში იმყოფებიან. შემთხვევის ადგილზე სამძებრო ღონისძიებების ტარდება სხვა შესაძლო მსხვერპლთა საპოვნელად. სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენი, სახანძრო და პოლიცია. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა e15.cz. ავრცელებს. სახანძროს წარმომადგენლის თქმით, მათ ოთხი ფეხით მოსიარულე გადაარჩინეს. ხიდის ნახევარი ჩავარდნილია. მეორე ნახევარი კი ნებისმიერ დროს შეიძლება ჩავარდეს. იმედინიუსი
ტრამპი – ”რუსეთთან გარიგება არ არსებობს” – პრეზიდენტი ფლინის ჩვენებას გამოეხმაურა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მაიკლ ფლინის ყალბი ჩვენების შესახებ განაცხადა, რომ “არ არსებობს არანაირი გარიგება” რუსეთთან. ტრამპის ყოფილი მრჩეველის სკანდალურ აღიარებაზე პირველი კომენტარი პრეზიდენტმა ასოშიეიტედ პრესს მისცა. 1 დეკემბერს, ცნობილი გახდა, რომ მაიკლ ფლინმა, ტრამპის გაპრეზიდენტებამდე რუს ელჩთან შეხვედრის შესახებ ყალბი ჩვენება მისცა. მომავალ კვირას ის ვაშინგტონის სასამართლოს წინაშე წარდგება. მას “გამიზნულად ნათქვამი თაღლითური განცხადებები” ედება ბრალად. […]
უკრაინაში შობას 25 დეკემბერს ოფიციალურად აღნიშნავენ
უკრაინაში ამოქმედდა კანონი, რომლის თანახმად, 25 დეკემბერი, ისევე როგორც 7 იანვარი, იქნება სახელმწიფო დღესასწაულიც და უქმე დღეც. კანონი, რომლითაც შობის ორმაგი აღნიშვნა შეიძლება, ოფიციალურ გამოცემა “უკრაინის ხმაში” გამოქვეყნდა. კიდევ ერთი არასამუშაო დღე 2 მაისის გაუქმებით დაბალანსდა, რომელიც როგორც შრომის დღე, 1 მაისთან ერთად, ადრე უქმე იყო, ახლა კი სამუშაო დღეა. უკრაინაში კათოლიკეების რაოდენობა, რომლებიც შობას 25 დეკემბერს […]










