სააკაშვილის დაკავება შესაძლოა კახა ბენდუქიძის ცენტრს უკავშირდებოდეს

სააკაშვილის დაკავება შესაძლოა კახა ბენდუქიძის ცენტრს უკავშირდებოდესკიევში მიხეილ სააკაშვილი დააკავეს, ჯერჯერობით არ გავრცელებულა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მუხლით წარუდგინეს სააკაშვილს ბრალდება, თუმცა ერთ-ერთ ვერსიად განიხილება ბენდუქიძის ცენტრთან დაკავშირებული საქმე. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი გუშინ სოციალურ ქსელში წერდა:

„ბენდუქიძის ცენტრთან დაკავშირებით, რომელსაც ხელმძღვანელობს ვლადიმირ ფედორინი და რომლის თანადამფუძნებელიც ვარ მე, გენერალურმა პროკურატურამ საქმე აღძრა ჯაშუშობის მუხლით, უცხო ქვეყნის ხელისუფლებისთვის ინფორმაციის გადაცემის ბრალდებით. პროკურორის პირდაპირი დავალებით (მე იურისტი ვარ 30 წლიანი სტაჟით და პირველად ვხედავ ასეთ საბუთს) ჩვენზე ხდება მაკომპრომეტირებელი მასალების მოგროვება. სიტუაცია აბსურდულობა მდგომარეობს იმაში, რომ ცენტრის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს უკრაინის პოპულარიზაცია მთელ მსოფლიოში და ინფორმაციის გავრცელება უკრაინელებში და უცხოელებში. საწყალი კახა ბენდუქიძე საფლავში ტრიალებს და პოროშენკოს მოკითხვას უთვლის.

დილით დააკავეს ოფისის ორი თანამშრომელი : ნაზარი და სევერი. სევერიონ დანგაძე, ერთ-ერთი კოორდინატორი კიევის ოლქში, ციხეშია გადაყვანილი (მას ქართული გვარი აქვს, მაგრამ 100%-ით უკრაინელია). მიდის „ახალ ძალთა მოძრაობის“ ბორისპოლის ორგანიზაციის ხელმძღვანელების ბინების ჩხრეკა.

პოროშენკო მეც მიახლოვდება. ეი თქვენ მანდ. პეჩერის სამკუთხედში, დავიჯერო წინამორბედების გამოცდილებამ არაფერი გასწავლათ? ნებისმიერ შემთხვევაში თქვენ ჩემს გაქცეულ ზურგს და შეშინებულ სახეს ვერ ნახავთ.

მე პუტინის არ მეშინოდა და ბარიგების მით უმეტეს.“- წერდა მიხეილ სააკაშვილი ფეისბუკზე 4 დეკემბერს.

ნიუპოსტი