კატეგორია: მსოფლიო

თეთრ სახლში შეღწევის მცდელობისთვის 1 პირი დააკავეს

აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა თეთრ სახლში შეღწევის მცდელობისთვის 1 პირი დააკავა. ამის შესახებ Washington Post-ი წერს. “პიროვნება შეეცადა თეთრი სახლის ჩრდილოეთ ნაწილიდან შიგნით შესვლას შეეცადა, თუმცა ის დაუყოვნებლივ დააკავეს,”- ნათქვამია საიდუმლოს სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ინციდენტის დროს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რეზიდენციაში იმყოფებოდა. სხვა დეტალები უცნობია. იმედინიუსი

სააკაშვილი – ”მზად ვარ, უკრაინის ახალ მთავრობას სათავეში ჩავუდგე… 3 დეკემბერს სახალხო იმპიჩმენტს ვიწყებთ”

დღეს, უკრაინის რადას წინ შეკრებილ მიტინგზე გამოსვლისას, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზად არის, უკრაინის ახალ; მთავრობას სათავეში ჩაუდგეს. – უკრაინას აუცილებლად სჭირდება ახალი ხელისუფლება, ახალი მთავრობა. ჩვენ ერთად უნდა ჩამოვაყალიბოთ იგი, ჩვენ უნდა ვიპოვოთ ახალი ხალხი უკრაინის ახალი მთავრობისთვის, რომ მათ არ თქვან – “ჩვენ თუ არა, მაშ ვინ. არის ბევრი ადამიანი, ნიჭიერი ადამიანი, მშრომელი, […]

ესპანეთის გენერალური პროკურორი არგენტინაში გარდაიცვალა

ესპანეთის გენერალური პროკურორი, ხოსე მანუელ მასა არგენტინაში, ბუენოს-აირესის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ ესპანეთის პრემიერმინისტრი მარიანო რახოი Twitter-ზე წერს. პრემიერი თავის განცხადებაში მადლობას იხდის სახელმწიფოს წინაშე მისი გაწეული სამსახურისთვის და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს. იმედინიუსი

სააკაშვილის მძღოლი უცნობმა პირებმა სასტიკად სცემეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მძღოლი კიევში უცნობმა პირებმა სასტიკად სცემეს. “მას შემდეგ რაც, ერთი თვის განმავლობაში საქართველოში დეპორტაცია გაუკეთეს ყველა ჩემს დამცველს და ჟურნალისტს, რომელიც ჩემთან ერთად იყო და ჩემს საქმიანობას აშუქებდა, გვერდით მხოლოდ მძღოლი ვლადიმერი დამრჩა, ის მატარებდა მე და სახლის საქმეებშიც მეხმარებოდა. დღეს ღამით, მას სახლთან ორი უცნობი დახვდა და სასტიკად სცემა. […]

შაქრო კალაშოვი: ”ნუ აწყობთ შოუს” – მოსკოვში კალაშოვის სასამართლო მიმდინარეობს

მოსკოვში შაქრო კალაშოვის დაჯგუფების წინააღმდეგ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. გასულ კვირას ერთ-ერთ სხდომაზე ჩვენება პოლიციის ოპერმუშაკმა მისცა, რომელიც 2015-16 წლებში როჩდელის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიებაში იყო ჩართული. 2015 წლის 14 დეკემბერს კაფე Element-ის დირექტორსა და დიზაინერს შორის მომხდარი კონფლიქტის დროს, მოკლულ იქნა ორი ადამიანი, ხოლო ამ საქმეზე ქრთამის აღების გამო დაპატიმერბულ იქნა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის რამდენიმე […]

ანტი-ლგბტ ამერიკელი პოლიტიკოსი კაცთან სექსის დროს გამოიჭირეს

ამერიკის შტატ ოჰაიოს კანონმდებელმა უეს გუდმენმა, რომელიც რეგულარულად გამოდიოდა ლგბტ თემის წინააღმდეგ, თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც მას საკუთარ კაბინეტში, კაცთან სექსის დროს წაუსწრეს. ინფორმაციას ამის შესახებ Independent-ი ავრცელებს. ოჰაიოს შტატის რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი გუდმენი დაქორწინებულია ქალზე, რომელიც აბორტის წინააღმდეგ “სიცოცხლის მარშის” კამპანიას ხელმძღვანელობს. გუდმანს “წმინდა სისხლის კონსერვატორს” უწოდებდნენ, რომელიც მუდმივად ლაპარაკობდა ქრისტიანულ და ოჯახურ სიწმინდეებზე, და რომ […]

მსოფლიოს უდიდესმა საჰაერო ხომალდმა ავიაკატასტროფა განიცადა

Daily Mail-ის ცნობით, მსოფლიოს უდიდესმა საჰაერო ხომალდმა Airlander 10-მა დიდ ბრიტანეთში ავიაკატასტროფა განიცადა. ეს ხომალდი თვითმფრინავისა და დირიჟაბლის პრინციპებს აერთიანებს და ითვლება, რომ მსგავსი აპარატები მსოფლიო ავიაციის მომავალია. გამოცემის ცნობით, Airlander 10 პირსის ანძას მოწყდა და მიწაზე დაენარცხა. იგი ხეების ტოტებს გამოედო, რამაც მისი გარსი დააზიანა. ხომალდის 20 ტონიანი კაბინა სრულიად დაიმსხვრა. აღსანიშნავია, რომ Airlander 10-მა, […]

50 ნაღმი ვლადიმერ პუტინის მარშრუტის გასწვრივ – რუსეთში სატელეფონო ტერორი გრძელდება

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შევიდა რამდენიმე ზარი, რომელთა თანახმადაც, სანკტ-პეტერბურგში ვლადიმერ პუტინის გადაადგილების მარშრუტის 60 ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. პესკოვის თქმით, არცერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოჩენილი არ იყო. – უშიშროების სამსახურებმა ყველაფერი გააკეთს ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად. ხულიგნების ამ გამოხტომას პრეზიდენტის გრაფიკზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია, – აცხადებს იგი. 11 სექტემბრიდან მოყოლებული […]

უკრაინის უშიშროებამ საქართველოს 8 მოქალაქე გამოაძევა

საქართველოს მოქალაქეები, რომელთა საქმიანობაც ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს ეწინააღმდეგება, უკრაინის ტერიტორიიდან არიან გაძევებულები, – ამის შესახებ უკრაინის უშიშროების სამსახური იუწყება. „17 ნოემბერს უკრაინის უშიშროების სამსახურის, ეროვნული პოლიციის, სახელმწიფო საიმიგრაციო და სასაზღვრო სამსახურების მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, სამშობლოში იძულებით არის გაძევებული საქართველოს 8 მოქალაქე“, – ნათქვამია უკრაინის უშიშროების სამსახურის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. გადაწყვეტილება მიღებულია სახელმწიფო […]

ჩინეთში მიწისძვრა მოხდა

ჩინეთის სამხრეთით მაგნიტუდით 6.3 სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები ტიბეტში გვიან ღამით დაფიქსირდა. ამ ეტაპზე ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. პირველი