მსოფლიოს უდიდესმა საჰაერო ხომალდმა ავიაკატასტროფა განიცადა

მსოფლიოს უდიდესმა საჰაერო ხომალდმა ავიაკატასტროფა განიცადაDaily Mail-ის ცნობით, მსოფლიოს უდიდესმა საჰაერო ხომალდმა Airlander 10-მა დიდ ბრიტანეთში ავიაკატასტროფა განიცადა. ეს ხომალდი თვითმფრინავისა და დირიჟაბლის პრინციპებს აერთიანებს და ითვლება, რომ მსგავსი აპარატები მსოფლიო ავიაციის მომავალია.

გამოცემის ცნობით, Airlander 10 პირსის ანძას მოწყდა და მიწაზე დაენარცხა. იგი ხეების ტოტებს გამოედო, რამაც მისი გარსი დააზიანა. ხომალდის 20 ტონიანი კაბინა სრულიად დაიმსხვრა.

აღსანიშნავია, რომ Airlander 10-მა, რომლის დამზადებაც 100 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაჯდა, პარასკევს გამოცდა წარმატებით გაიარა.

ხომალდის სიგრძე 92 მეტრია და იგი 5 კილომეტრ სიმაღლეზე ადის. Airlander 10-ის მაქსიმალური სიჩქარე 150 კმ/სთ და მას ჰაერში ყოფნა, ჰელიუმის წყალობით, ორი კვირის განმავლობაში შეუძლია.