კატეგორია: მსოფლიო

ამსტერდამის აეროპორტიდან ათეულობით რეისი გადაიდო

რადიოლოკატორის მუშაობაში ხარვეზების გამო, ამსტერდამის „სხიპჰოლის“ აეროპორტიდან ათეულობით რეისი გადაიდო. ამის შესახებ აეროპორტის ხელმძღვანელობა იუწყება. „სადისპეტჩერო სამსახური აკეთებს ყველაფერს, რათა რადიოლოკატორთან დაკავშირებით არსებული პრობლემა აღმოიფხვრას. ვიმედოვნებთ, რომ ხარვეზების გამოსწორება უახლოეს დროში მოხერხდება“, – ნათქვამია აეროპორტის „ტვიტერის“ მიკრობლოგში. ამსტერდამის აეროპორტიდან ბოლო რეისი ადგილობრივი დროით 12:40 საათზე შესრულდა. რეისების ჩამოფრენა ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს. ინტერპრესნიუსი

კადიროვი – “სტალინის ნეშტი საქართველოს უნდა გადავცეთ, რათა რუსეთის მოსახლეობამ თავისუფლად ამოისუნთქონ”

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ კრემლის კედელთან დასაფლავებული იოსებ სტალინის ნეშტი საქართველოში უნდა გადაიტანონ, ”რათა რუსეთის მილიონობით მცხოვრებმა თავისუფლად ამოისუნთქოს”. ამის შესახებ რამზან კადიროვმა სააგენტო „ინტერფაქსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. – რაც შეეხება სტალინის ნეშტს, კეთილი ნება უნდა გამოვიჩინოთ და საქართველოს გადავცეთ ის, რათა მის სამშობლოში დაასაფლავონ, – აღნიშნა კადიროვმა. მისი თქმით, ვინაიდან საქართველო ყოფილი […]

მერკელი გადადგომას არ აპირებს

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი გადადგომის მიზეზს ვერ ხედავს მას შემდეგ, რაც ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, კოალიციური მთავრობის ფორმირება ვერ მოხერხდა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება. მერკელის თქმით, მზადაა, კიდევ ოთხი წლის განმავლობაში დაიკავოს კანცლერის თანამდებობა. მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია მსოფლიოსა და ევროპისთვის სტაბილურობის დემონსტრირება. კითხვაზე, რომელიც დიდი კოალიციის შექმნას გულისხმობს სოციალ-დემოკრატებთან, მერკელმა განაცხადა, რომ დაელოდება მისი პარტიის მოლაპარაკებას […]

სააკაშვილი – ”საქართველოში ჩასვლის არ მეშინია… ვერანაირი ოლიგარქი მე იქ ციხეში ვერ გამომამწყვდევს”

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში ჩასვლის არ ეშინია, მაგრამ არ სურს ვლადიმერ პუტინისთვის ასეთი საჩუქრის გაკეთება. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. – არ მეშინია საქართველოში წასვლის. მაგრამ არ მსურს პუტინს საჩუქარი გავუკეთო. თუ საქართველოში გამაგზავნიან, გარანტიას გაძლევთ, რომ ძალიან მალე თავისუფლებაზე ვიქნები და უფრო მეტიც, პოროშენკო ამას ინანებს, – […]

საფრანგეთში მუსლიმებს ქუჩაში ლოცვას აუკრძალავენ

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, პოლიცია “ხელს შეუშლის” მათ, ვინც საფრანგეთის ქალაქების ქუჩებში ილოცებს. ამის შესახებ Le Figaro იუწყება. “ქუჩაში ლოცვები აღარ იქნება”- განაცხადა ჟერარ კოლონმა. მისი განმარტებით, მორწმუნეებს ლოცვისთვის სპეციალური ადგილი ჰქონდათ. მედიის ცნობით, მინისტრი ამდგვარად 10 ნოემბერს მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა, როდესაც პარიზის გარეუბანში 100-მდე ფრანგი პოლიტიკოსი მუსლიმების საჯარო ლოცვის  წინააღმდეგ გამოვიდა. საფრანგეთში 5 მილიონამდე მუსლიმი ცხოვრობს. […]

თურქეთში ქურდობისთვის საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

თურქეთში, ქალაქ თექირდაღში სავაჭრო ცენტრებში ქურდობისთვის საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ გამოცემა „მილიეტი“ წერს. გამოცემის ინფორმაციით, დაკავებულები ზურგჩანთებში ალუმინის ფირფიტებს აწყობდნენ, რათა მაღაზიიდან გასვლისას სიგნალიზაციის სისტემას მათ ზურგჩანთებში მოპარული ნივთები არ აღმოეჩინა. მოპარული ნივთების გარდა, პირადი ჩხრეკისას დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებს 2 გრამი მარიხუანაც აღმოაჩნდათ.

მერკელმა მმართველი კოალიცია ვერ შექმნა – თავისუფალმა დემოკრატებმა და მწვანეებმა უარი უთხრეს

მმართველი კოალიციის შექმნის საკითხზე 2-თვიანი მოლაპარაკებები ბერლინში უშედეგოდ დასრულდა. „თავისუფალმა დემოკრატებმ“ და „მწვანეთა პარტიამ“ კოალიციაში გაერთიანებაზე უარი განაცხადეს. ექსპერტების შეფასებით, ვითარებიდან გამოსვლის რამდენიმე ვარიანტი არსებობს, თუმცა ამ ეტაპზე გერმანიაში შექმნილი მდგომარეობა ევროკავშირში მერკელის, როგორც ავტორიტეტის იმიჯს ასუსტებს. აღსანიშნავია, რომ გერმანიის კონსტიტუცია მმართველი კოალიციის შექმნის ვადას არ ზღუდავს, ამიტომ ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ მერკელმა კოალიციის შექმნაზე […]

თამაზ შავშიშვილი – “უკრაინაში იარაღი ჩამარტყეს, ძირს დამაგდეს და ფეხებით მირტყამდნენ”

უკრაინიდან დეპორტირებული თამაზ შავშიშვილი უკრაინელი სამართალდამცველების მიერ მის დაკავებას იხსენებს და აცხადებს, რომ ის სახლში აიყვანეს, დაკავების წინ კი იარაღი ჩაარტყეს სახეში, ძირს დააგდეს და ფეხებით ურტყამდნენ. შავშიშვილი ასევე ამბობს, რომ ამის შემდეგ ის გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. “სახლიდან მომიპარეს”, – ამბობს შავშიშვილი და დასძენს, რომ მას 2024 წლამდე ჰქონდა უკრაინაში ყოფნის უფლება, ახლა კი 3 […]

სააკაშვილი – ”თამაზ შავშიშვილის ბინა სისხლის შხეფებითაა დასვრილი”

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, უკრაინიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეები არიან ბორანზე, რომელიც ფოთისკენ მოემართება. – ისინი თამაზ შავშიშვილს გაჰყვნენ. შევარდნენ სახლში. როგორც ჩანს, ბინაში შეტაკება მოხდა, რადგან ბინა სისხლის შხეფებშია. შემდეგ თავზე ტომრები ჩამოაცვეს. მიიყვანეს ბორანზე და მოჰყავთ ფოთში, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ”რუსთავი2”-ის ეთერში. ამასთან, სააკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ […]

ზიმბაბვე – პრეზიდენტი მუგაბე გადადგომას დათანხმდა

37-წლიანი მმართველობის შემდეგ ზიმბაბვეს პრეზიდენტი რობერტ მუგაბე თანახმაა, თანამდებობიდან გადადგეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, თანამდებობის დატოვებაზე მუგაბე “ზიმბაბვეს აფრიკული ნაციონალური კავშირი-პატრიოტული ფრონტის” წარმომადგენლებმა დაარწმუნეს და მას საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად 24 საათი მისცეს, მანამდე კი, რამდენიმე საათის წინ, მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურები დაიწყეს და პარტიის ლიდერის თანამდებობაც დაატოვებინეს. სააგენტო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ […]