კატეგორია: მსოფლიო

აზერბაიჯანში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

აზერბაიჯანის ცენტრალურ ნაწილში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მაგნიტუდით 4,7 ბიძგების ეპიცენტრი აგდამის რაიონში დაფიქსირდა. აზერბაიჯანის სეისმოლოგიური სამსახურის ცნობით, ეპიცენტრში ბიძგების სიმძლავრე 4 ბალს, ხოლო მიმდებარე რაიონებში 3 ბალს აღწევდა. მანამდე, 15 ნოემბერს აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვართან ახლოს მოხდა მაგნიტუდით 5,7 მიწისძვრა. სტიქიის შედეგად 130 საცხოვრებელი სახლი დაზიანდა.

ადვოკატი ბოგომაზოვი – ”კიევის აეროპორტში საქართველოს 9 მოქალაქე ჰყავთ დაკავებული და სადეპორტაციოდ ამზადებენ”

კიევის აეროპორტში საქართველოს 9 მოქალაქე ჰყავთ დაკავებული, რომლებსაც უკრაინიდან სადეპორტაციოდ ამზადებენ. „უკრაინსკაია პრავდას“ ინფორმაციით, ამის შესახებ ჟურნალისტ თამაზ შავშიშვილის ადვოკატმა პაველ ბოგომაზოვმა განაცხადა. იურისტს აეროპორტში სოლომენსკის პოლიციის სამმართველოს წარმომადგენლებთან კამათი მოუვიდა. ბოგომაზოვმა მათ განუცხადა, რომ სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელმა მაქსიმ სამარსკიმ მიაწოდა ინფორმაცია, რომ აეროპორტის ტერიტორიაზე საქართველოს 9 მოქალაქე ჰყავთ დაკავებული, რომელთა შორის მისი კლიენტი […]

საუდის არაბეთში დაკავებულ პრინცებს თავისუფლების სანაცვლოდ ფულის გადახდა შესთავაზეს

საუდის არაბეთის ხელისუფლებამ კორუფციის ბრალდებით დაკავებულ პრინცებსა და ყოფილ მინისტრებს გათავისუფლების სანაცვლოდ თანხის გადახდა შესთავაზა. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.  დაკავებულებს შორის არა მხოლოდ სამეფოს, არამედ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანებიც არიან. მათ შორისაა Forbes-ის რეიტინგში 22-ე ადგილზე მყოფი პრინცი ალ-ბალიდ იბნ თალალ ალ საუდი. გამოცემის ცნობით, დაკავებულების ნაწილი თანახმაა, ხელისუფლების პირობას დათანხმდეს. თავისუფლების სანაცვლოდ ფულის გადახდის გარდა, დაკავებულებმა მემკვიდრე […]

სააკაშვილი – „რუსთავი-2“-ის ჟურნალისტ თამაზ შავშიშვილს თავზე ტომარა ჩამოაფარეს, ხელბორკილები დაადეს და დაუდგენელი მიმართულებით წაიყვანეს”

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, კიევში სახლიდან „რუსთავი-2“-ის ჟურნალისტი თამაზ შავშიშვილი გაიტაცეს. მისი თქმით, ჟურნალისტს აკრედიტაცია ჰქონდა უკრაინაში. როგორც მიხეილ სააკაშვილი ამბობს, მას თავზე ტომარა ჩამოაფარეს, ხელბორკილები დაადეს და დაუდგენელი მიმართულებით წაიყვანეს. – რუს ჟურნალისტებს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ მოქმედებენ, ხელბორკილებს ადებენ? არა! ვინაიდან პოროშენკო მედვედჩუკის მეშვეობით პუტინთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. პოროშენკო პუტინთან გარიგებაზე მიდის. ჩემი […]

ლეონარდო და ვინჩის “სალვატორ მუნდი” 450.3 მლნ დოლარად გაიყიდა

ლეონარდო და ვინჩის “სალვატორ მუნდი” (მსოფლიოს მხსნელი) კრისტის აუქციონზე რეკორდულ ფასად 450.3 მილიონ დოლარად გაიყიდა. ეს ორჯერ მეტია, ვიდრე აუქციონზე აქამდე გაყიდული ნებისმიერი სხვა ხელოვნების ნიმუშის ფასი. “სალვატორ მუნდი” კერძო პირის მფლობელობაში მყოფი და ვინჩის ბოლო ნამუშევარია. კრისტი მის გაყიდვას 100 მილიონ დოლარად ვარაუდობდა. 500 წლის წინ დახატული შედევრი ანონიმურმა მყიდველმა ტელეფონით შეიძინა. კრისტი არც […]

თურქეთის პროკურატურამ 108 ყოფილი პოლიციელის დაკავების ორდერი გასცა

თურქეთის პროკურატურამ 108 ყოფილი პოლიციელის დაკავების ორდერი გასცა.ადგილობრივი მედიის ცნობით, უშიშროების ძალები ქვეყნის 30 პროვინციაში დაკავების ოპერაციას ატარებენ. მათ, ფეთჰულა გიულენთან კავშირში ედებათ ბრალი.შეგახსენებთ, 2016 წლის 15 ივლისის ღამეს, თურქეთში სამხედრო ამბოხი მოხდა, რომლის ორგანიზატორად , ანკარა პრეზიდენტ ერდოღანის ოპოზოციონერ , სასულიერი პირს ფეთჰულა გიულენს ასახელებს და ვაშინგტონისგან მის ექსტრადირებას ითხოვს. ფეთჰულა გიულენი 1999 წლიდან […]

მიწისძვრამ აზერბაიჯანში 130 სახლი დააზიანა. მსხვერპლი არ არის

ორი მიწისძვრის შედეგად აზერბაიჯანში 130 საცხოვრებელი სახლი და სკოლა დაზიანდა. სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. აზერბაიჯანული მედია აგდამის რაიონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლის კომენტარს ავრცელებს, რომლის თანახმად, მაგნიტუდით 5,7 მიწისძვრა წუხელ, ადგილობრივი დროით 23:48 საათზე მოხდა. მაგნიტუდით 3 მიწისძვრა 02:02 საათზე განმეორდა. აზერბაიჯანში მომხდარი მიწისძვრა საქართველოშიც იგრძნობოდა, თუმცა აქ ნგრევა არ გამოუწვევია. პირველი

ირანში კიდევ ორი მიწისძვრა მოხდა

ირანის დასავლეთ ნაწილში კიდევ ორი მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი ავრცელებს. პირველი, მაგნიტუდით 4,0 მიწისძვრის კერა 2 კილომეტრის სიღრმეზე იყო. მომდევნო, მაგნიტუდით 3,8 მიწისძვრის ბიძგები 8 კილომეტრის სიღრმიდან დაფიქსირდა. ირანისა და ერაყის საზღვარზე დამანგრეველი, მაგნიტუდით 7,2 მიწისძვრა კვირას მოხდა. სტიქიის შედეგად, სულ მცირე 530 ადამიანი დაიღუპა და 7.500 დაშავდა. პირველი

”ჩრდილოეთ კორეის ხალხმა ტრამპს სიკვდილი მიუსაჯა”

ჩრდილოეთ კორეის ხალხმა აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა, – ამის შესახებ ნათქვამია ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო გაზეთის სარედაქციო სტატიაში. სტატიაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა შეურაცხყოფა მიაყენა ქვეყანას აზიის ტურნეს ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას. სტატიაში ნათქვამია, რომ ამის გამო დონალდ ტრამპი სიკვდილით უნდა დაისაჯოს. „მან ყველაზე საშინელი დანაშაული ჩაიდინა, რისი შეწყალებაც შეუძლებელია. მან ქვეყნის უზენაესი ხელმძღვანელობის […]

ზიმბაბვეში სამხედროებმა პრეზიდენტი მუგაბე მძევლად აიყვანეს

ზიმბაბვეში სამხედროებს მძევლად ჰყავთ აყვანილი ქვეყნის პრეზიდენტი რობერტ მუგაბე. BBC-ის წყაროების ცნობით, მუგაბე გადადგომისთვის ემზადება. გარდა ამისა, ის შეუთანხმდა სამხედროებს, მისცენ უფლება პირველ ლედის, გრეის მუგაბეს ქვეყანა თავისუფლად დატოვოს. ზიმბაბვეში სამხედროებმა სახელმწიფო ტელერადიოკომპანია ZBC-ს შენობა დაიკავეს. სახელმწიფო ტელევიზიის გარდა, სამხედროები დედაქალაქის მთავარ მაგისტრალებზე საგუშაგოებს აყენებენ. გაძლიერებულია დაცვა პრეზიდენტის სასახლესთან. მანამდე დასავლურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზიმბაბვეს სამხედრო ნაწილებიდან […]