მარიოპულელმა დედამ შვილებს სისხლის ჯგუფი ხელზე დააწერა, იმ შემთხვევისთვის, თუ ნანგრევებიდან ამოყვანილებს სისხლის გადასხმა დასჭირდებათ.
კატეგორია: მსოფლიო
„რუსეთის ხელისუფლებას უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ინტერესი ჯერჯერობით არ აქვს“ – ბორელი
რუსეთის ხელისუფლებას უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის ინტერესი ჯერჯერობით არ აქვს,- ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „ახლა რუსეთს მოლაპარაკება არ სურს: რაც მას უნდა, ტერიტორიის ოკუპაციაა. მას სურს ალყაში მოაქციოს მოლდოვას საზღვრამდე სანაპირო ზოლი და უკრაინის ზღვისგან იზოლირება მოახდინოს“, – აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა. ჟოზეფ ბორელის თქმით, […]
ჯონსონმა ზელენსკი ჩერჩილს შეადარა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მის პოლიტიკურ გმირს, გაერთიანებული სამეფოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს უინსტონ ჩერჩილს შეადარა. ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს. „ვფიქრობ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ დაამტკიცა, რომ ის არის თავისი ხალხის საკმაოდ გამორჩეული ლიდერი – მან გააერთიანა ისინი და არის მათი ხმა,“ – განაცხადა რადიო LBC-თან საუბრისას, ბრიტანეთის პრემიერმა. „ზელენსკიმ იცის, როგორც ეს ჩერჩილმა თავის […]
ოკუპანტებმა უკრაინაში 6 ექიმი მოკლეს
უკრაინაში რუსებმა სასწრაფოს 58 მანქანას ცეცხლი გაუხსნეს და 6 ექიმი მოკლეს,- ინფორმაციას ამის შესახებ, unian.net ავრცელებს. „ომმა ყველაფერი შეცვალა: გეგმები, პრიორიტეტები, მოსაზრებები. არასდროს მიფიქრია, რომ მედმუშაკებისთვის ტყვიაგაუმტარი ჟილეტების შოვნა მოგვეთხოვა, მაგრამ რუსი ტერორისტების გამო, რომლებმაც უკვე 58 სასწრაფო სამედიცინო მანქანა დაცხრილეს და 6 ექიმი მოკლეს, იძულებულნი ვართ, გავაკეთოთ ეს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ვიქტორ ლიაშკომ.
ზელენსკი ბაიდენს – აბრამოვიჩს სანქციებს ნუ დაუწესებთ!
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენს სთხოვა, რომ რუსი ოლიგარქის რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ სანქციები არ დააწესოს. The Wall Street Journal-ის თანახმად, აბრამოვიჩმა შესაძლოა ხელი შეუწყოს კიევსა და მოსკოვს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს. პრეზიდენტმა ბაიდენმა კონსულტაციები გამართა უკრაინის პრეზიდენტთან რიგ სანქციებზე, მათ შორის აბრამოვიჩისთვის დაგეგმილ სასჯელზე. რუსთავი 2
მადლენ ოლბრაიტი გარდაიცვალა
აშშ-ს პირველი ქალი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი გარდაიცვალა. ის 84 წლის იყო. ოლბრაიტი იყო პრეზიდენტი ბილ კლინტონის ადმინისტრაციის ცენტრალური ფიგურა. იგი მხარს უჭერდა ნატოს გაფართოებას, უბიძგებდა ალიანსს ჩარეულიყო ბალკანეთში გენოციდისა და ეთნიკური წმენდის შესაჩერებლად, ცდილობდა შეემცირებინა ბირთვული იარაღის გავრცელება და მხარს უჭერდა ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიას მთელს მსოფლიოში. New York Times-ის სტატიაში, რომელიც გასულ თვეში […]
კრიმინალური ავტორიტეტის მანქანამ უკრაინაში ოთხი ჯარისკაცის სიცოცხლე იხსნა
პოლიციის სპეცრაზმის “კორდის” ჯარისკაცებს სიცოცხლე კრიმინალური ავტორიტეტის მანქანამ გადაარჩინა – ამ ინფორმაციას ანტონ გერაშცენკო ავრცელებს. როგორც ის აღნიშნავს, გავლანიანი კრიმინალის, ანდრეი ნეძელსკის ე.წ. ბრონირებული – ჯავშნიანი ავტომობილი Mercedes Gelenvagen გაჩერებული იყო “სეტამის” მიმდებარედ, რომელიც უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოართვეს და გუშინ, ირპინში კონტრშეტევის დროს ამ მანქანით შევიდნენ, შედეგად 4 ჯარისკაცი სიკვდილს გადაურჩა. „სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, მსოფლიოში […]
პუტინის მრჩეველმა ანატოლი ჩუბაისმა რუსეთი დატოვა
პუტინის მრჩეველმა, ანატოლი ჩუბაისმა უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის გამო თანამდებობა დატოვა, – აღნიშნულ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. გავლენიანი გამოცემა იუწყება, რომ რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში რუსეთი დატოვა. Bloomberg-ი აღნიშნულ ინფორმაციას ორ სანდო პირზე დაყრდნობით ავრცელებს. ბიზნეს გამოცემის თანახმად, ჩუბაისმა აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინაში ომის დაწყების გამო მიიღო – -ის ცნობით, ჩუბაისი გახდა კრემლთან […]
ოკუპანტებმა რადას დეპუტატი, ოლექსანდრ პონომარიოვი გაიტაცეს
უკრაინის ზაპოროჟიეს რეგიონის ქალაქ ბერდიანსკის მერიის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა უკრაინის ვერხოვნა რადას დეპუტატი და ფილანთროპი ოლექსანდრ პონომარიოვი გაიტაცეს. მათი ცნობით, სახალხო დეპუტატი 20 მარტს შუადღით ჰუმანიტარულ დერეფნებში მუშაობდა და დევნილთა განსახლების ადგილებში ადგილობრივებს ეხმარებოდა, რის შემდეგაც მასთან კავშირი გაწყდა. ბერდიანსკის მერია აცხადებს, რომ პონომარიოვი ახლა რუს სამხედროების ტყვეობაშია და მისი ადგილმდებარეობისა და მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია […]