რუსებმა მარიუპოლში პუტინის პარტიის ოფისი გახსნეს

რუსებმა მარიუპოლში პუტინის პარტიის ოფისი გახსნესმარიუპოლში მდებარე სავაჭრო ცენტრ „მეტროში” ოკუპანტებმა რუსეთის მმართველი პარტიის შტაბი გახსნეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქში დარჩენილ მარიუპოლელებს შტაბში ურიგებენ პარტიულ გაზეთებს, ეწევიან რუსულ პროპაგანდას და ასევე, აძლევენ მობილური ოპერატორის „ფენიქსი” სიმბარათებს, რომელიც 2014 წლიდან დონეცკის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოპერირებს.

ოკუპანტები შტაბს „ჰუმანიტარულს” უწოდებენ.