კატეგორია: მსოფლიო

რუსები ლტოლვილთა ევაკუაციის მატარებელს თავს დაესხნენ

რუსები ლტოლვილთა ევაკუაციის მატარებელს თავს დაესხნენ

უკრაინის ეროვნული სარკინიგზო კომპანიის ცნობით, დონეცკის ოლქში სამგზავრო მატარებელი, რომელშიც ლტოლვილები იმყოფებოდნენ, რუსების თავდასხმის ქვეშ მოექცა. თავდასხმის შედეგადაც ერთი კონდუქტორი დაიღუპა. ერთი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. კომპანიის განცხადებით, მატარებელი ლიმანის სადგურზე დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებიდან ევაკუირებული მოსახლეობის, მათ შორის 100 ბავშვის გადაყვანას აპირებდა.

ოკუპანტებმა წმინდა ნიკოლოზის ეკლესია გაანადგურეს

ოკუპანტებმა წმინდა ნიკოლოზის ეკლესია გაანადგურეს

რუსმა აგრესორებმა ვოლნოვახაში წმინდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედის სახელობის ეკლესია გაანადგურეს. ინფორმაციას უკრაინის უმაღლესი რადა ავრცელებს. „​აღარაფერი წმინდა: ვოლნოვახაში მტერმა წმინდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედის სახელობის ეკლესია გაანადგურა”, – ნათქვამია რადას Facebook-ის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში. „ამ მოსკოველებმა გულში დამჭრეს. დავისვენებ მაშინ, როდესაც მათ იმქვეყნად გავისტუმრებ”, – ამბობს ეკლესიის წინამძღვარი, იღუმენი მამა მაკარი.

ლვოვში აფეთქების ხმები ისმოდა

ლვოვში აფეთქების ხმები ისმოდა

ლვოვის რაიონში აფეთქებების ხმა ისმოდა. როგორც საინფორმაციო სააგენტო უნიანი წერს, სოციალური ქსელის მომხმარებლები ქალაქში ორი ძლიერი აფეთქების შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ. ამავდროულად, კიევ ინტეპენდენტი აცხადებს, რომ არსებობს ცნობები, რომ ლვოვი რუსული სარაკეტო თავდასხმის ქვეშ არის. ლვოვის სამხედრო ჩინოვნიკების ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა განახორციელეს საჰაერო დარტყმა და რვა რაკეტა გაისროლეს სამშვიდობო და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრზე. ცენტრი ​იავორივი ლვოვის […]

ზელენსკი ისრაელის პრემიერ ბენეტს ესაუბრა

ზელენსკი ისრაელის პრემიერ ბენეტს ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ისრაელის პრემიერ მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა შაბათს საღამოს ისაუბრეს უკრაინაში ომის შეჩერების გზებზე და ისრაელის ძალისხმევაზე კონფლიქტის მოსაგვარებლად. ამის შესახებ ნათქვამია ისრაელის პრემიერის ოფისის განცხადებაში. ამავე ინფორმაციით, ორ ლიდერს შორის საუბარი საათზე მეტხანს გაგრძელდა. ზარის შემდეგ, ზელენსკიმ “ტვიტერზე” დაწერა, რომ ის ესაუბრა ბენეტს “რუსეთის აგრესიაზე და სამშვიდობო მოლაპარაკებების პერსპექტივაზე” და დახმარება სთხოვა […]

ზაპოროჟიეში ოკუპანტების ტანკმა მანქანას გადაუარა, რომელშიც ბავშვი დაიწვა

ზაპოროჟიეში ოკუპანტების ტანკმა მანქანას გადაუარა, რომელშიც ბავშვი დაიწვა

ზაპოროჟიეში ოკუპანტების ტანკმა მანქანას გადაუარა, რომელშიც მშვიდობიანი მოქალაქეები ისხდნენ. ზაპოროჟიეს რაიონის პოლიციის ცნობით, დაიღუპა 2 მამაკაცი, ხოლო მცირეწლოვანი ბავშვი ცეცხლმოკიდებულ მანქანაში დაიწვა.

რუსეთის 600-მა საზღვაო ქვეითმა უარი თქვა ოდესასთან დაბომბვაზე

რუსეთის 600-მა საზღვაო ქვეითმა უარი თქვა ოდესასთან დაბომბვაზე

უკრაინული მედიის განცხადებით, რუსეთის 600-მა საზღვაო ქვეითმა უარი თქვა ბრძანების შესრულებაზე და ოდესასთან დაბომბვაზე. „ისინი დაუკავშირდნენ უკრაინულ მხარეს და სთხოვეს, ტერიტორიის დატოვების ნება მიეცათ“, – იუწყება უკრაინული გამოცემა.

„პუტინის დასასრული არის ტყვია შუბლში, რომელიც უნდა მიიღოს უახლოესი გარემოცვიდან” – ახმედ ზაკაევი

„პუტინის დასასრული არის ტყვია შუბლში, რომელიც უნდა მიიღოს უახლოესი გარემოცვიდან" - ახმედ ზაკაევი

ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ახმედ ზაკაევმა, რომელიც 2003 წლიდან დევნილის სტატუსით ბრიტანეთში იმყოფება, „ტვ პირველთან” უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო განვითარებული მოვლენების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ პუტინი იმეორებს უკრაინაში იმ მოვლენებს, რაც 30 წლის წინ ჩეჩნეთში გააკეთა. „პუტინის დასასრული ეს არის ტყვია შუბლში, რომელიც უნდა მიიღოს უახლესი გარემოცვიდან, ან ის უნდა აღმოჩნდეს განსასჯელის სკამზე. […]

ოკუპანტებმა მარიუპოლში მეჩეთი დაბომბეს

ოკუპანტებმა მარიუპოლში მეჩეთი დაბომბეს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მარიუპოლში ოკუპანტებმა მეჩეთი დაბომბეს, სადაც თავს 80-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა, მათ შორის, ბავშვებიც. დაჭრილებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

პუტინმა ფსბ-ს გენერალი ბესედა შინაპატიმრობაში აიყვანა

პუტინმა ფსბ-ს გენერალი ბესედა შინაპატიმრობაში აიყვანა

დამოუკიდებელი რუსული გამოცემა მედუზა წერს, რომ ვლადიმირ პუტინმა ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ფსბ) წინააღმდეგ რეპრესიები დაიწყო. ჟურნალისტები ანდრეი სოლდატოვი და ირინა ბოროგანი ამბობენ, რომ დარტყმის ქვეშ მოყვა ფსბ-ს მე-5 განყოფილება, რომელიც დაზვერვაზე მუშაობს. წყაროების თანახმად, ამ განყოფილების ხელმძღვანელობა შინაპატიმრობაში გადაიყვანეს. მე-5 განყოფილება, რომელსაც ოფიციალურად ოპერატიული ინფორმაციისა და საერთაშორისო კავშირების სამსახური ჰქვია, ფსბ-ში უცხოელ პარტნიორებთან კავშირს კურირებს, […]

რუსმა ოკუპანტებმა მელიტოპოლის მერი გაიტაცეს

რუსმა ოკუპანტებმა მელიტოპოლის მერი გაიტაცეს

რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ მელიტოპოლის მერი გაიტაცეს. 10-კაციანმა ჯგუფმა ივან ფიოდოროვს თავზე ტომარა ჩამოაცვეს და კრიზისული მართვის ცენტრიდან გაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკო ავრცელებს.