იტალიაში უკრაინელებით სავსე ავტობუსი გადაბრუნდა

იტალიაში უკრაინელებით სავსე ავტობუსი გადაბრუნდაჩრდილოეთ იტალიაში უკრაინელი ლტოლვილებით სავსე ავტობუსი გადაბრუნდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

გამოცემის ცნობით, დაშავებულია 5 ადამიანი. დანარჩენი პირები ამ დროისთვის უსაფრთხოდ არიან.

იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ავტობუსი უკრაინიდან დაიძრა და სამხრეთით ადრიატიკის საპორტო ქალაქ პესკარასკენ მიემართებოდა. მგზავრები პირველადი დახმარებისთვის მიმდებარე პოლიციის ყაზარმებში გადაიყვანეს და მოგვიანებით განაახლეს მგზავრობა.

ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. ერთ-ერთი პოლიციელი ამბობს, რომ შესაძლოა, მძღოლს ჩაეძინა. ზუსტი მიზეზი ამ დრომდე დადგენილი არ არის.

ომის გამო, ამ დრომდე იტალიამ 35 ათასი უკრაინელი ლტოლვილი მიიღო.