კატეგორია: მსოფლიო

ხარკოვში 1 დღით კომენდანტის საათი გამოცხადდა

ხარკოვში 1 დღით კომენდანტის საათი გამოცხადდა

ხარკოვში დღეს 16:00 საათიდან სამშაბათის 06:00 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ხარკოვის ოლქის რეგიონალური ადმინისტრაციის უფროსი, ოლეგ სინეგუბოვი სოციალურ ქსელში წერს. სინეგუბოვი მოსახლეობას მოუწოდებს, თან ატარონ საბუთები. მისი თქმით, აკრძალულია ჯგუფურად გადაადგილება. „მაღაზიებში ან აფთიაქებში მაქსიმუმ 2 ადამიანი წადით, უკეთესია, თუ ქალები წავლენ,“- აცხადებს სინეგუბოვი. ასევე, მისი თქმით, ამ დროისთვის ხარკოვის […]

მოსკოვის ცენტრი რკინის ჯებირებით გადაკეტეს

მოსკოვის ცენტრი რკინის ჯებირებით გადაკეტეს

მოსკოვის ცენტრი გადაკეტილია. სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტოები სადაც ჩანს, რომ დღეს დილიდან სპეციალური რკინის ჯებირები დადგეს წითელ მოედანთან და ალექსანდროვსკის ბაღთან. სოციალურ ქსელში წერენ, რომ მოსკოვის ცენტრის გადაკეტვა მოსალოდნელ  საპროტესტო გამოსვლებს უკავშირდება. უკრაინაში მოსკოვის აგრესიული შეჭრის შემდეგ, პუტინის გადაწყვეტილებას მოწინააღმდეგეები რუსეთშიც გამოუჩნდნენ. შეიქმნა ანტისაომარი კომიტეტიც. რუსთავი 2

უკრაინის დელეგაცია რუსებთან შეხვედრაზე საიდუმლო მარშრუტით გაემგზავრა

ზელენსკი - "უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ჰააგაში სარჩელი შეიტანა"

უკრაინის და რუსეთის დელეგაციებს შორის შეხვედრა რამდენიმე საათში გაიმართება. ამის შესახებ უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელმა განაცხადა. თეოდორ ვენისლავსკის ინფორმაციით, უკრაინის დელეგაციას ბელორუსიის საზღვრამდე მისასვლელად რამდენიმე საათი დასჭირდება. – უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მარშრუტი შეიცვალა, ამიტომ ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებები რამდენიმე საათში  დაიწყება. ჩენი დელეგაცია უსაფრთხოების მიზნით, დელეგაცია მათი სიცოცხლისთვის უსაფრთხო მარშრუტით გაემგზავრა. მარშრუტი გასაიდუმლოებულია, – განაცხადა ვენისლავსკიმ. […]

ბერლინში უკრაინას მხარი 100.000-მა ადამიანმა დაუჭირა

ბერლინში უკრაინას მხარი 100.000-მა ადამიანმა დაუჭირა

ბერლინში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა, სადაც მონაწილეობა 100.000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. მედიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ბრანდენბურგის კარიბჭესთან იყვნენ შეკრებილები. ისინი აცხადებდნენ, რომ რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს. იპნ

ზელენსკი – “რუსეთის დელეგაციას ბელარუსის საზღვარზე შევხვდებით”

ზელენსკი - "უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ჰააგაში სარჩელი შეიტანა"

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის დელეგაცია რუსეთის დელეგაციას უკრაინა – ბელარუსის საზღვარზე შეხვდება. ამის შესახებ ზელენსკიმ „ფეისბუქზე“ დაწერა. უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი „ფეისბუქის“ გვერდზე ბელარუსის პრეზიდენტთან ალექსანდრე ლუკაშენკოსთან საუბრის შესახებ წერს: „შევთანხმდით, რომ უკრაინის დელეგაცია შეხვდება რუსეთის დელეგაციას ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, უკრაინა – ბელარუსის საზღვარზე, მდინარე პრიპიატის რაიონში. ალექსანდრე ლუკაშენკომ საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა იმაზე, […]

პუტინმა რუსეთის არმია მორიგეობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაიყვანა

რუსეთმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ დამოუკიდებლობა აღიარა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „დასავლეთში გაკეთებული აგრესიული განცხადებების ფონზე“, განკარგულება გასცა, შემაკავებელი ძალების სამსახურის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაყვანა მოხდეს. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. „ნატოს ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირები უშვებენ აგრესიულ გამონათქვამებს ჩვენი ქვეყნის მისამართით, ამიტომ ვუბრძანებ თავდაცვის მინისტრს და გენერალური შტაბის ხელმძღვანელს რუსეთის არმიის შემაკავებელი ძალები გადავიდნენ სამხედრო მორიგეობის განსაკუთრებულ რეჟიმზე“, – განაცხადა პუტინმა, რომელმაც დღეს […]

შოლცი – “მხარი უკრაინას უნდა დავუჭიროთ, პუტინის აგრესიაზე სხვა პასუხი შეუძლებელია”

ოლაფ შოლცმა გადამწყვეტი დებატები მოიგო - "მინიმალურ ხელფასს საათში 12 ევრომდე გავზრდი"

ამ უკიდურესი საჭიროების დროს უკრაინას მხარი უნდა დავუჭიროთ, პუტინის აგრესიაზე სხვა პასუხი შეუძლებელი იყო, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბუნდესტაგში განაცხადა, სადაც მან უკრაინის ჯარისთვის იარაღის პირდაპირ მიწოდების შესახებ გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. „ეს ომი პუტინმა აირჩია და არა რუსმა ხალხმა, ამიტომ ნათლად უნდა დავინახოთ, რომ ეს პუტინის ომია“, – აღნიშნა შოლცმა. მან ხაზი […]

რუსეთის მოსახლეობა ბანკომატებს მიაწყდა – ომის დაწყებიდან 24 მილიარდი დოლარია გატანილი

რუსეთის მოსახლეობა ბანკომატებს მიაწყდა - ომის დაწყებიდან 24 მილიარდი დოლარია გატანილი

რუსეთში პანიკაა – შეშინებული მოსახლეობა ბანკომატებს მიაწყდა. მოქალაქეებს ბანკებიდან დანაზოგები მასობრივად გააქვთ. უკრაინაში ომის დაწყებიდან საბანკო სისტემიდან 24 მილიარდი დოლარია გატანილი. ამის გამო რუსულმა ბანკებმა ლიმიტები დააწესეს. გაზრდილი უკმაყოფილების გამო რუსეთში საპროტესტო აქციები იმართება, თუმცა ხელისუფლება მათ აკავებს. ცოტა ხნის წინ ინტერნეტ სივრცეში ვლადიმერი პუტინის იმპიჩმენტის მოთხოვნით პეტიცია გაჩნდა. ამ დროისათვის მათი რაოდენობა 100 ათასამდე […]

ზელენსკი – “უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ჰააგაში სარჩელი შეიტანა”

ზელენსკი - "უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ჰააგაში სარჩელი შეიტანა"

უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ჰააგაში სარჩელი შეიტანა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ზე წერს. „რუსეთმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა აგრესიის გასამართლებლად გენოციდის ცნების მანიპულირებისთვის. ჩვენ ვითხოვთ გადაუდებელ გადაწყვეტილებას, რომლითაც რუსეთს დაევალება შეწყვიტოს სამხედრო აქტივობა ახლავე და ველით, რომ სასამართლო პროცესი მომავალ კვირას დაიწყება“, – აღნიშნა ზელენსკიმ. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის ქმედებები – საბავშვო ბაღების, საცხოვრებელი უბნების და […]

უკრაინის რადა გაეროს – “შეიქმნას ტრიბუნალი პუტინის რეჟიმის დანაშაულთა გამოსაძიებლად”

უკრაინის რადა გაეროს - "შეიქმნას ტრიბუნალი პუტინის რეჟიმის დანაშაულთა გამოსაძიებლად"

უკრაინის რადა გაერო-ს გენერალურ ასამბლეას მიმართავს წინადადებით, შექმნას სპეციალური ტრიბუნალი იმ დანაშაულთა გამოსაძიებლად, რომელიც რუსეთის მოქმედი პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის რეჟიმმა ჩაიდინა მსოფლიო ქვეყნების წინააღმდეგ. მიმართვა დეპუტატებს რადას სპიკერმა რუსლან სტეფანჩუკმა გააცნო. „მივმართავთ გაერო-ს გენერალურ ასამბლეას წინადადებით, შექმნას სპეციალური ტრიბუნალი პუტინის რეჟიმის დანაშაულებათა გამოსაძიებლად უკრაინაში, საქართველოში, მოლდოვასა და სხვა სახელმწიფოებში. ბარბაროსული დანაშაულებების ჩადენის შედეგად უკრაინაში, რუსეთის ადგილი […]