ლავროვის სიტყვით გამოსვლისას დიპლომატებმა დარბაზი დატოვეს

ლავროვის სიტყვით გამოსვლისას დიპლომატებმა დარბაზი დატოვესჟენევაში გაეროს განიარაღების კონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ვიდეომიმართვისას ევროპელმა დიპლომატებმა პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვეს.

ფრანგული დელეგაციის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში ნაჩვენებია, როგორ ტოვებს ათობით დიპლომატი დარბაზს მაშინ, როდესაც ლავროვის სიტყვით გამოსვლა იწყება.

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოსთვის სიტყვით მიმართვისას ლავროვმა აღნიშნა, რომ ის სხდომას პიროვნულად ვერ ესწრება „იმ აღმაშფოთებელი ზომების გამო“, რომელიც ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სახით აამოქმედა.