ლუკაშენკო – “ბელარუსი უკრაინის წინააღმდეგ არ იომებს”

ლუკაშენკო - "ბელარუსი უკრაინის წინააღმდეგ არ იომებს"ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, მისი სამხედრო ძალები არ შეუერთდებიან რუსულ ჯარებს, რომლებიც უკრაინაში არიან შეჭრილი. ინფორმაციას BBC ავრცელლებს.

ლუკაშენკომ, რომელიც ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირეა და ქვეყნის პრეზიდენტი საიდანაც უკრაიონაში რუსული საბრძოლო ტექნიკის შეღრა მოხდა, ამბობს, რომ ბელარუსის არმია არ იღებს მონაწილეობას სამხედრო მოქმედებებში და არც არასდროს მიუღია.

“ეს შეგვიძლია ეს ნებისმიერს დავუმტკიცოთ. უფრო მეტიც, რუსეთის ხელმძღვანელობას არასოდეს დაუყენებია ეს საკითხი ჩვენთან – ჩვენი ჩართვა შეიარაღებულ კონფლიქტში. ჩვენ არ ვაპირებთ უკრაინაში მონაწილეობა მივიღოთ ამ სპეცოპერაციაში. ეს არ არის საჭირო,” – აცხადებს ლუკაშენკო.

შეგახსენებთ,რომ ორშაბათს გაჩნდა შიში, რომ ლუკაშენკო ემზადებოდა უკრაინის მიმართულებით სამხედრო ძალების გაგზავნისთვის.

რუსთავი 2