ჯოხარ დუდაევის სახელობის ბატალიონი უკრაინელების და უკრაინის დასაცავად იბრძოლებს – განცხადება ამის შესახებ ბატალიონის ჯარისკაცებმა გააკეთეს. “მე მინდა მივმართო უკრაინელებსა და მთელ მსოფლიოს. როდესაც რუსეთი ომის გამოცხადების გარეშე დაესხა თავს უკრაინის ქალაქებს, მოქალაქეები გმირულად იცავენ თავს. ამ რთულ დროს, ჩეჩნების მოქალაქეების ნაწილი, ე.წ. კადიროველები სისხლიან ომში მონაწილეობენ. მინდა ვუთხრა უკრაინელებს, რომ ნამდვილი ჩეჩნები იცავენ და […]
კატეგორია: მსოფლიო
„ერთ-ორ დღეში იქნება ომი, სამ დღეში – „ხორცსაკეპი“… საწყალი პუტინი“ – ლუკაშენკო
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო უკრაინაში გაჩაღებულ ომს კონფლიქტად აფასებს და აცხადებს, რომ თუ ეს კონფლიქტი არ შეწყდება, სამ დღეში “ხორცსაკეპ მანქანად გადაიქცევა”. მისი თქმით, პუტინი ეცოდება, რადგან მოლაპარაკებებს სთავაზობენ და შემდეგ უკან იხევენ: “ამას არც ახლა დავარქმევდი ომს, ეს არის კონფლიქტი და ერთ-ორ დღეში იქნება ომი, სამ დღეში – „ხორცსაკეპი“. საწყალი პუტინი. ჯერ მოლაპარაკებებს სთავაზობენ, […]
უკრაინელმა ბოშებმა რუსებს ტანკი მოპარეს
ხერსონის ოლქში, სოფელ ლიუბიმოვკაში უკრაინელმა ბოშებმა რუს ოკუპანტებს ტანკი მოპარეს. „შეიარაღებული ძალების გმირული მუშაობის გარდა, სამაშველოში მოდიან მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის ბოშები. ამ უკანასკნელებმა დღეს, 27 თებერვალს, რუს დამპყრობლებს ტანკი მოპარეს. და ეს მოხდა კახოვკადან არც თუ ისე შორს, ხერსონის რაიონის სოფელ ლიუბიმოვკაში” – ნათქვამია ინფორმაციაში. “ხერსონის რაიონი იწვის. სოფელ ლიუბიმოვკაში ბოშებმა ტანკი მოიპარეს. კიდევ […]
რუსეთში პუტინის იმპიჩმენტს ითხოვენ
ინტერნეტში გამოჩნდა პეტიცია რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმირ პუტინის იმპიჩმენტის მოთხოვნით. ის მოქალაქეები, ვინც თვლის, რომ უკრაინაში რუსეთის მხრიდან ომის დაწყება გაუმართლებელი იყო, ხელმოწერებს აგროვებენ change.org-ზე განთავსებულ პეტიციაზე პრეზიდენტის გადასაყენებლად. 27 თებერვლის დილის, ამ დროისთვის, პეტიციას უკვე ჰყავს 74.779 ათასზე მეტი ხელმომწერი, მათი რიცხვი მუდმივად იზრდება. პეტიციის ავტორი და მასზე ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ პუტინი ანადგურებს როგორც უკრაინას საომარი მოქმედებებით, […]
ბაიდენი – “ან მესამე მსოფლიო ომი უნდა დავიწყოთ ან რუსეთი დავსაჯოთ”
ამერიკის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთი დიდ ფასს გადაიხდის როგორც გრძელ, ისე მოკლევადიან პერსპექტივაში უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილების გამო და დასძინა, რომ კონფლიქტი ევროპასა და ნატოს აახლოებს. ამის შესახებ CNN იუწყება. „ის აწარმოებს ეფექტს, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება იმას, რასაც იმედოვნებდა“ – განაცხადა ბაიდენმა ვლადიმერ პუტინზე საუბრისას. სანქციებზე საუბრისას, ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი აზრით, ეს ერთადერთი საშუალებაა […]
ილონ მასკმა უკრაინას სტარლინკის ტერმინალებით სარგებლობის უფლება მისცა
ილონ მასკმა უკრაინას „სტარლინკის“ ტერმინალებით სარგებლობის საშუალება მისცა. „სტარლინკის სერვისი უკვე ხელმისაწვდომია უკრაინაში. მეტი ტერმინალი გზაშია“, – ნათქვამია ილონ მასკის მიერ „ტვიტერით“ გაკეთებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ „სტარლინკი“ არის გლობალური სატელიტური სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანებს მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით. აღსანიშნავია, რომ „სტარლინკის“ ტერმინალების გამოყენების უფლების თხოვნით ამერიკელ მილიარდერს უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა, მიხაილ ფედოროვმა მიმართა. „ილონ მასკ, ვიდრე […]
ხარკოვის ქუჩებში ბრძოლები მიმდინარეობს
უკრაინის ქალაქ ხარკოვის ქუჩებში, სადაც ცოტა ხნის წინ რუსულმა ძალებმა შეაღწიეს, ბრძოლა მინდინარეობს, – ინფორმაციას BBC-ი სოციალურ მედიაში გავრცელებულ კადრებზე დაყრდნობით ავრცელებს. კადრებში ჩანს, რომ ქალაქში რუსული დანაყოფები იმყოფებიან. ასევე ჩანს ცეცხლმოკიდებული „ტიგრის“ ტიპის რუსული სამხედრო მანქანები. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ხარკოვში რუსული ძალები შევიდნენ. ადგილობრივი მთავრობა მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს. იპნ
შოლცი – “ჩვენს უკრაინელ მეგობრებს 1.000 ტანკსაწინააღმდეგო იარაღს და 500 სტინგერს მივაწვდით”
გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ტვიტერში წერს, რომ მისი ქვეყანა უკრაინას იარაღს მიაწვდის. ამას გარდა, გერმანიამ ნიდერლანდებს დაავალა, რომ უკრაინას გერმანული წარმოების 400 ტანკსაწინააღმდეგო იარაღი და 500 ანტისაჰაერო იარაღი მიაწოდოს. “რუსეთის შეტევა გარდამტეხ მომენტს აღნიშნავს. ჩვენი ვალია, შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერი გავაკეთო, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინას უკრაინის დამპყრობელი არმიისგან თავის დასაცავად. სწორედ ამიტომ, უკრაინაში ჩვენს მეგობრებს 1.000 […]
სიიარტო – “რუსეთს და უკრაინას მოლაპარაკებას ბუდაპეშტში ვთავაზობთ”
უნგრეთის საგარეო ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ სიიარტო უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას მოლაპარაკებების გამართვას ბუდაპეშტში სთავაზობს. ამის შესახებ მან „ფეისბუქის“ გვერდზე განაცხადა. „მწუხარებითა და შეშფოთებით ვხედავ საერთაშორისო პოლიტიკისა და პრესის ზოგიერთი წარმომადგენელი როგორ არ წყვეტს ტყუილის გავრცელებას. მე არ მესმის როგორ მართავს ზოგიერთი ადამიანი „ფეიკ ნიუსების საწარმოებს“, როდესაც ადამიანები ომის გამო იხოცებიან. ახლა ისინი იტყუებიან, […]