ბერლინში უკრაინას მხარი 100.000-მა ადამიანმა დაუჭირა

ბერლინში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა, სადაც მონაწილეობა 100.000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

მედიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ბრანდენბურგის კარიბჭესთან იყვნენ შეკრებილები.

ისინი აცხადებდნენ, რომ რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს.

იპნ