მოსკოვის ცენტრი რკინის ჯებირებით გადაკეტეს

მოსკოვის ცენტრი რკინის ჯებირებით გადაკეტესმოსკოვის ცენტრი გადაკეტილია. სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტოები სადაც ჩანს, რომ დღეს დილიდან სპეციალური რკინის ჯებირები დადგეს წითელ მოედანთან და ალექსანდროვსკის ბაღთან.

სოციალურ ქსელში წერენ, რომ მოსკოვის ცენტრის გადაკეტვა მოსალოდნელ  საპროტესტო გამოსვლებს უკავშირდება. უკრაინაში მოსკოვის აგრესიული შეჭრის შემდეგ, პუტინის გადაწყვეტილებას მოწინააღმდეგეები რუსეთშიც გამოუჩნდნენ.

შეიქმნა ანტისაომარი კომიტეტიც.

რუსთავი 2