ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ერთადერთი ევროპული ქვეყანა, რომელიც მხარს არ უჭერს რუსეთის Swift-დან დაბლოკვას, უნგრეთია. აღნიშნულ საკითხს რამდენიმე ევროპელი ქვეყანა ეწინააღმდეგებოდა, თუმცა საბოლოოდ, იტალია, გერმანია და კვიპროსი დათანხმდნენ, არ დაბლოკონ გადაწყვეტილება რუსეთისთვის Swift-ის აკრძალვის შესახებ. შეგახსენებთ, რომ SWIFT ფინანსური ინსტიტუტების გაერთიანებაა, რომელიც 1973 წელს შეიქმნა და მისი სათავო ოფისი ბელგიაში მდებარეობს. ის დაცული სისტემაა, რომელიც […]
კატეგორია: მსოფლიო
ანკარაში უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
ანკარაში უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე, თურქეთის მოქალაქეებთან ერთად მოლდოველები და უკრაინელებიც იმყოფებიან. აქციის მონაწილეები უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიას აპროტესტებენ. ცნობისთვის, მესამე დღეა, რაც უკრაინაში სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს. მსოფლიო ლიდერები გმობენ რუსეთის ქმედებებს. სოლიდარობის აქციები კი მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში იმართება. იპნ
კიევის მეტროში ბავშვი დაიბადა
რუსეთს ევროპის საბჭოში წევრობა შეუჩერეს
ერდოღანი – “ნატომ უკრაინას უფრო მტკიცედ უნდა დაუჭიროს მხარი”
თურქეთმა კვლავ ღიად გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული ერთიანობისადმი და პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნატოს ქვეყნებს მოუწოდა, გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგან უკრაინის დასაცავად. მან დასავლური ქვეყნები გააკრიტიკა და დაადანაშაულა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მტკიცე პოზიცია ამ დრომდე არ გამოუჩენიათ. ერდოღანი, დღევანდელ გამოსვლაში ამბობს, რომ იმედოვნებს, პარასკევის ნატოს სამიტზე უფრო მტკიცე მიდგომას აირჩევს ალიანსი: “ეს არ უნდა […]
პესკოვი – “რუსეთი მზადაა, უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის მინსკში დელეგაცია გაგზავნოს”
რუსეთი მზადაა უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის მინსკში დელეგაცია გაგზავნოს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „მოგეხსენებათ, დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ გამოაცხადა მზადყოფნა განიხილოს უკრაინის ნეიტრალური სტატუსი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ოპერაციის მიზანი იყო დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დახმარება, მათ შორის უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის გზით და ეს, ფაქტობრივად, ნეიტრალური სტატუსის განუყოფელი კომპონენტია“, […]
ლავროვი – “პუტინი ზელენსკის დაელაპარაკება, თუ უკრაინელები იარაღს დააწყობენ”
კონტაქტი შესაძლებელია თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები იარაღს დააწყობენ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა იმ პირობების განმარტებისას განაცხადა, თუ რა შემთხვევაში დათანხმდება კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებას. ამასთანავე, რუსეთის პირველმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ არავინ არ აპირებს უკრაინის ოკუპირებას. მისივე თქმით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იტყუება, როცა ამბობს, რომ მზადაა […]
ხარკოვში მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა
რუსეთ-უკრაინის ომი – უკრაინის ქალაქ ხარკოვში ევაკუაცია გამოცხადდა. ქალაქის მერმა ხარკოვში მცხოვრებ მოსახლეობას მიმართა სასწრაფოდ მოძებნონ უსაფრთხო ადგილები. “გთხოვთ, ახლავე დაუყოვნებლივ ჩახვიდეთ მეტროპოლიტენის სადგურში, რომელიც მზადაა მისაღებად. ასევე ჩადით სარდაფებსა და თავშესაფრებში”, – განაცხადა მერმა.
„დროა, დავიწყოთ საქართველოს კბილებამდე შეიარაღება“ – კოფი
ამერიკელი მკვლევარი, The Heritage Foundation-ის ანალიტიკოსი, ლუკ კოფი Twitter-ზე წერს, რომ დროა საქართველოს კბილებამდე შეიარაღება დაიწყოს: “დროა, დავიწყოთ საქართველოს კბილებამდე შეიარაღება და არ დაველოდოთ რამდენიმე კვირას, სანამ რუსეთი მათთან შეჭრას (ისევ) გადაწყვეტს, როგორც უკრაინაში” – წერს ლუკ კოფი.
თურქეთი რუსი სამხედროებისთვის ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებს კეტავს
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, თურქეთი რუსი სამხედროებისთვის ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებს კეტავს. მევლუთ ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ რუსეთს სრუტეების გამოყენება, მხოლოდ და მხოლოდ ფლოტის ბაზაზე დასაბრუნებლად შეუძლია. ამ ყველაფერს წინ უძღოდა ანკარაში მყოფი უკრაინის ელჩის ვასილ ბოდნარის შეხვედრა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. სწორედ მან გადასცა თურქეთის ოფიციალურ პირებს უკრაინის თხოვნა რუსეთისთვის სრუტეების დაკეტვასთან […]