კანადა უკრაინას 500 მილიონის სესხს გამოუყოფს

კანადის ხელისუფლება უკრაინას 500 მილიონი კანადური დოლარის სესხს გამოუყოფს. ამასთან, კანადა უკრაინას 7.8 მილიონი დოლარის ლეტალურ იარაღსა და საბრძოლო მასალას მიაწვდის.

კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრიუდოს თქმით, აღნიშნული დახმარების მიზანი უკრაინის რუსული აგრესიისგან დაცვაა.

„კანადისა და ჩვენი სხვა პარტნიორების ამ მხარდაჭერის მიზანია, დაიცვას უკრიანა რუსეთის აგრესიისგან“, – განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს.