კატეგორია: მსოფლიო

ბაიდენის მიერ სავალდებულო ვაქცინაციის შემოღება ამერიკის სასამართლომ გააუქმა

ბაიდენის მიერ სავალდებულო ვაქცინაციის შემოღება ამერიკის სასამართლომ გააუქმა

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებული წესი, რომლის თანახმადაც იმ კომპანიების თანამშრომლებისთვის, სადაც 100-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, ვაქცინაცია სავალდებულო ხდებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ისინი ვალდებულები იქნებოდნენ, კვირაში ერთხელ კორონავირუსზე ტესტი საკუთარი ხარჯებით ჩაეტარებინათ. ამასთან, სასამართლომ მხარი დაუჭირა მთავრობისგან დაფინანსებული სამედიცინო დაწესებულებების პერსონალისთვის ვაქცინაციის ჩატარების ვალდებულებას. სასამართლოს გადაწყვეტილებას ჯო ბაიდენი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ […]

გერმანიაში სირიელ ანვარ რასლანს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

გერმანიაში სირიელ ანვარ რასლანს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

გერმანიის სასამართლომ სირიელ მამაკაცს, ანვარ რასლანს, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ 58 წლის რასლანი სირიის სამოქალაქო ომის დროს ციხეში 4.000-ზე მეტი ადამიანის წამებაში დამნაშავედ სცნო. როგორც ცნობილია, რასლანი 2011 წელს დაწყებული საპროტესტო აქციების დროს ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლების ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იყო და დამასკოში დაკავებულ აქტივისტებს 2 წლის მანძილზე აწამებდა. ბრალდების მხარემ დაადგინა, რომ […]

“ანტიკოვიდური რეგულაციები ყელში ამოვიდა” – საფრანგეთში პედაგოგების გაფიცვა იწყება

გასულ 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსისგან 27 ადამიანი გარდაიცვალა

დღეს საფრანგეთში მასწავლებელთა ეროვნული გაფიცვა იწყება. ინფორმაციას Еuronews ავრცელებს. მისი თქმით, პედაგოგები მუდმივად ცვალებადი ანტიკოვიდური რეგულაციებით დაიღალნენ. პოტენციური ინფიცირების გამო ტესტირებისა და იზოლაციის უამრავი მოთხოვნები სასწავლო პროცესს უშლის ხელს და მასში ქაოსი შეაქვს. პედაგოგები აცხადებენ, რომ მსგავს პირობებში მუშაობის გაგრძელებას არ აპირებენ. ისინი უფრო უსაფრთხო პირბადეებსა და საკლასო ოთახებში ვენტილაციის დონის შესამოწმებლად მონიტორებს ითხოვენ. “მოსწავლეები […]

ბორის ჯონსონმა ბოდიში მოიხადა – “2020 წლის 20 მაისს რეგულაცია დავარღვიე”

ბორის ჯონსონმა ბოდიში მოიხადა - "2020 წლის 20 მაისს რეგულაცია დავარღვიე"

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი პანდემიის დროს წვეულებაზე დასწრების გამო საზოგადოებას ბოდიშს უხდის. ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს ჯონსონმა აღიარა, რომ რეგულაციები დაარღვია და 2020 წლის 20 მაისს მასობრივ შეკრებაზე იმყოფებოდა. მისი თქმით, პრემიერმა შეკრებაზე, რომელიც ბაღში გაიმართა, 25 წუთი გაატარა. „მესმის რას გრძნობს ხალხი ახლა, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენელები არღვევენ იმ რეგულაციებს, რომლებიც თავად დააწესეს. […]

გერმანიაში ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

გერმანია ახალი შეზღუდვებისთვის ემზადება

გერმანიაში ყოველდღიური ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ქვეყანაში ერთ დღეში კორონავირუსით 80 430 ადამიანი დაინფიცირდა. დღიური მაქსიმუმი ბოლოს 26 ნოემბერს დაფიქსირდა, როცა შემთხვევების რაოდენობამ 76.000-ს გადააჭარბა. ქვეყანაში ამ დროისთვის 7.661.811 ადამიანს აქვს კორონავირუსი დადასტურებული. გარდაცვლილია 114.735 ადამიანი. რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, მოსახლეობის დაახლოებით 75% სულ მცირე ვაქცინის ერთი დოზით მაინც არის აცრილი. იპნ

ლატვიაში რუსეთის 2 ჯაშუში დააკავეს

ლატვიაში რუსეთის 2 ჯაშუში დააკავეს

ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და სამხედრო დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ორი პირი დააკავა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებულები რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურთან თანამშრომლობასა და თავდაცვის სექტორთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდებაში არიან ეჭვმიტანილები. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სამხედრო დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელებული კონტრდაზვერვის ოპერაციის შედეგად მოხდა ლატვიის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ აქტივობებში აღნიშნული პირების […]

ევროპარლამენტის პრეზიდენტი დევიდ სასოლი იტალიაში გარდაიცვალა

ევროპარლამენტის პრეზიდენტი დევიდ სასოლი იტალიაში გარდაიცვალა

ევროპარლამენტის პრეზიდენტი დევიდ სასოლი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. გამოცემის ცნობით, დევიდ სასოლის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ის იტალიის ავიანოს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ევროპარლამენტის პრეზიდენტი იმუნურ სისტემასთან დაკავშირებული სერიოზული გართულების გამო საავადმყოფოში გასულ თვეში მოათავსეს. ყოფილი ჟურნალისტი, დევიდ სასოლი ევროპარლამენტის წევრი 2009 წელს გახდა. 2019 წლის ივლისში კი ის ევროპარლამენტის პრეზიდენტად აირჩიეს. იპნ

პოლონეთში დასაქმებისა და ბინადრობის პროცედურა მარტივდება

პოლონეთში დასაქმებისა და ბინადრობის პროცედურა მარტივდება

პოლონეთში დასაქმებისა და ბინადრობის პროცედურა მარტივდება. პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდამ ხელი მოაწერა კანონს, უცხოელების დასაქმების გამარტივებული პროცედურის შესახებ. კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, უცხო ქვეყნის მოქალაქეები პოლონეთში, სამუშაო ნებართვის გარეშე, ადრინდელივით 6 თვის კი არა, არამედ 2 წლის განმავლობაში შეძლებენ მუშაობას. ამისთვის მხოლოდ სამუშაო დავალების დეკლარაციის წარდგენა იქნება საკმარისი. ახალი წესები დროებითი ან მუდმივი ბინადრობის ნებართვის […]

ევროპაში კოვიდშეზღუდვები ხალხმა მასობრივად გააპროტესტა

ევროპაში კოვიდშეზღუდვები ხალხმა მასობრივად გააპროტესტა

კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები ბელგიაში, ჩეხეთში, გერმანიასა და ავსტრიაში გასული შაბათ-კვირის განმავლობაში ათასობით ადამიანმა გააპროტესტა, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, კვირას ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში საპროტესტო აქციაზე დაახლოებით 5 000 ადამიანი შეიკრიბა. მომიტინგეებმა, რომლებსაც ხელში ეჭირათ ბანერები წარწერით: „ვაქცინაციის დიქტატურა“ – რესტორნებში, ბარებსა და სხვა ადგილებში კოვიდ საშვების წარდგენის წესი გააპროტესტეს. მსვლელობის დაწყებამდე სამართალდამცავებმა პიროტექნიკის […]

ნიუ იორკის კორპუსში ხანძრის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა

ნიუ იორკის კორპუსში ხანძრის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა

19 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 9 ბავშვი და ათობით დაშავდა ნიუ-იორკში, ბრონქსში გაჩენილი ხანძრის შედეგად. ცეცხლი 19 – სართულიან კორპუსში დაახლოებით დილის 11 საათზე გაჩნდა. ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ 32 ადამიანი საავადმყოფოში სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებებით გადაიყვანეს, საერთო ჯამში დაშავებულია 60 ადამიანი. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. იპნ