ისრაელი – ფაიზერის მე-4 დოზა ომიკრონისგან ბოლომდე ვერ იცავს

ისრაელი - ფაიზერის მე-4 დოზა ომიკრონისგან ბოლომდე ვერ იცავსშებას სამედიცინო ცენტრში ჩატარებული კვლევის წინასწარი შედეგების მიხედვით, ფაიზერის კორონავირუსის  ვაქცინის მეოთხე დოზა „ომიკრონი“ ვარიანტისგან არასაკმარის დაცვას უზრუნველყოფს.

ინფორმაციას ამის თაიმს ოფ ისრაელი ავრცელებს.

შებას სამედიცინო ცენტრის ინფექციური დაავადებების მთავარი ექსპერტი, პროფესორი გილი რეგევ-იოხაი აცხადებს, რომ კვლევის შედეგები წინასწარია.

„ანტისხეულების ზრდას ვხედავთ. უფრო მაღალია, ვიდრე მესამე დოზის შემდეგ. თუმცა, ოთხი დოზით აცრილებს შორის „ომიკრონი“ ვარიანტით ბევრ ინფიცირებულს ვხედავთ. ვაქცინა შესანიშნავია „ალფა“ და „დელტა“ ვარიანტების წინააღმდეგ, თუმცა „ომიკრონისთვის“ ის საკმარისად კარგი არ არის“, – აღნიშნა პროფესორმა გილი რეგევ-იოხაიმ.

პრაიმ ტაიმი