ტეხასის სინაგოგიდან მძევლები უვნებლად გაათავისუფლეს

ტეხასის სინაგოგიდან მძევლები უვნებლად გაათავისუფლესგამოძიების ფედერალურმა ბიურომ 11- საათიანი ოპერაციის შემდეგ ტეხასის სინაგოგიდან 4 მძევალი უვნებლად გაათავისუფლა, ეჭვმიტანილი კი გარდაიცვალა.

შეიარაღებული მამაკაცი სინაგოგაში, რელიგიური მსახურების დროს შეიჭრა და იქ მყოფი 4 პირი, მათ შორის რაბინი მძევლად აიყვანა.

ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დალასის სპეციალურმა აგენტმა მეთიუ დესარნომ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია, მაგრამ ხელისუფლება მის ვინაობას არ ამხელს, რადგან გამოძიება გრძელდება.

“ეს გამოძიება მოიცავს საერთაშორისო ურთიერთობას”, – განაცხადა დესარნომ.

გამომძიებლების ვარაუდით, მძევლების აყვანა შესაძლოა მოტივირებული იყოს აფია სიდიკის გათავისუფლების სურვილით, რომელიც ტეხასის ერთ-ერთ დაწესებულებაში იხდის 86-წლიან სასჯელს. იგი 2010 წელს გაასამართლეს შვიდი ბრალდებით, მათ შორის მკვლელობის მცდელობისა და ავღანეთში ამერიკელ ოფიცრებზე შეიარაღებული თავდასხმის გამო.

იპნ