ტონგაში წყალქვეშა ვულკანი ამოიფრქვა

ტონგაში წყალქვეშა ვულკანი ამოიფრქვაწყალქვეშა ვულკან ჰინგა-ტონგას ამოფრქვევის გამო წყნარი ოკეანის კუნძულოვან სახელმწიფო ტონგას ცუნამი დაატყდა თავს. BBC-ის ინფორმაციით, წყნარ ოკანეში ვულკანის საკმაოდ ძლიერი ამოფრქვევა დაფიქსირდა, რამაც გიგანტური ტალღები წარმოქმნა.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს თუ როგორ გაანადგურა ტალღებმა რამდენიმე სახლი. ამასთან, ვულკანიდან ამოსულმა კვამლმა და ფერფლმა ტონგას დედაქალაქ ნუკუალოფამდეც მიაღწია.

დაშავებულებსა და მსხვეპრლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

იპნ