ისრაელმა გოლანის მაღლობზე ებრაელ ახალმოსახლეთა რაოდენობის გაორმაგების მიზნით 317 მილიონი დოლარის ღირებულების გეგმა დაამტკიცა. პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტის მთავრობამ მხარი დაუჭირა 5 წლის განმავლობაში რეგიონში 7.300 სახლის აშენებას. საცხოვრებელი სახლების, ინფრასტრუქტურის შექმნისა და სხვა პროექტების შესრულებისთვის 1 მილიარდი შეკელი უნდა დაიხარჯოს, რისი მიზანიც ტერიტორიაზე დაახლოებით 23.000 ებრაელი ახალმოსახლის მიზიდვაა. “ჩვენი მიზანია გოლანის მაღლობის მოსახლეობის გაორმაგება” , […]
კატეგორია: მსოფლიო
საფრანგეთში ზოოპარკიდან 9 მგელი გაიქცა
საფრანგეთში ვოლიერიდან 9 მგლის გაქცევის გამო ზოოპარკი დროებით დაიხურა. შემთხვევა ლაბესონიეს კომუნაში მოხდა. მგლებმა უსაფრთხოების ბარიერები დააზიანეს და ღობეზე გადაძვრნენ, თუმცა მათ ზოოპარკის ტერიტორია არ დაუტოვებიათ. ოთხი მგელი შესაძლო საფრთხის გამო ადგილზე მოკლეს, ხუთი მათგანი კი გალიაში დააბრუნეს. შემთხვევის შედეგად ზოოპარკის არცერთი თანამშრომელი და სტუმარი არ დაშავებულა. რუსთავი 2
ყველა გამოჯანმრთელდა, ვინც პრეპარატი მიიღო – ისრაელში კოვიდსაწინააღმდეგო მედიკამენტი შექმნეს
ისრაელელმა მეცნიერებმა კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტი Amor-18-ის კლინიკური კვლევები ჩაატარეს. შედეგად, 18-ვე ადამიანი, ვინც პრეპარატი მიიღო, 100%-ით გამოჯანმრთელდა. მედიკამენტი ბიოტექნოლოგიურმა კომპანია Amorphical-მა შეიმუშავა, ხოლო ტესტირება ცფათში მდებარე ზივის სამედიცინო ცენტრში ჩატარდა. „თვრამეტივე ჰოსპიტალიზებული პაციენტი, რომელიც ისრაელის ბიოტექნოლოგიური კომპანია Amorphical-ის მიერ წარმოებულ მედიკამენტს იღებდა, გამოჯანმრთელდა და რამდენიმე დღის შემდეგ გაწერეს”, – ნათქვამია მოხსენებაში. კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ […]
იტალიამ საახალწლო ღონისძიებები აკრძალა – პირბადე ღია სივრცეში კვლავ აუცილებელი იქნება
იტალიამ, კოვიდ-19-ით დაინფიცირების შემთხვევების გავრცელების შესაჩერებლად, შეზღუდვები გაამკაცრა, მათ შორის აკრძალა საახალწლო საჯარო სადღესასწაულო ღონისძიებები. ამასთან, იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა რობერტო სპერანსამ განაცხადა, რომ ღია სივრცეში პირბადის გამოყენება კვლავ სავალდებულო იქნება. მინისტრმა მოქალაქეებს მოუწოდა, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვა საჯარო თავშეყრის ადგილებში, მათ შორის თეატრებში, კინოთეატრებსა და სპორტულ ღონისძიებებზე, Ffp2 სახის ნიღბები გამოიყენონ. 31 იანვრამდე იკრძალება კონცერტები და […]
დანიასა და ბელგიაში კინოთეატრები იხურება
ბელგიაში, კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელების გამო, კინოთეატრები, თეატრები და დახურულ სივრცეში განთავსებული სხვა რეკრეაციული ობიექტები დროებით იხურება. ამასთან, მუზეუმები, ბიბლიოთეკები და ფიტნეს ცენტრები, შესაძლოა, ღია დარჩნენ. ბელგიის მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, რომ საშობაო დღეების დაწყებამდე კოვიდ ტესტი ჩაიტარონ. ბელგიის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში დაინფიცირების შემთხვევების 27%-ი „ომიკრონ“ ვარიანტზე მოდის. „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელების გამო თეატრებს, კინოთეატრებს, მუზეუმებს, საკონცერტო […]
ესპანეთში გარე სივრცეში პირბადეები სავალდებულო ხდება
ესპანეთში გარე სივრცეში პირბადეების ტარება კვლავ სავალდებულო ხდება, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში დაჩქარდება „ბუსტერ“ დოზით ვაქცინაციის კამპანია. ესპანეთს ვაქცინაციის კარგი მაჩვენებელი ჰქონდა, რითაც ქვეყანამ თავიდან აიცილა შემოდგომის თვეებში მკაცრი ზომების დაწესება, მაგრამ ბოლო დროს, „ომიკრონ“ ვარიანტის სწრაფი გავრცელების გამო, დაინფიცირების შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ვარაუდობენ, რომ ესპანეთში ახალი […]
ბენეტი – ისრაელში კოვიდის ვაქცინის მე-4 დოზით აცრიან
ისრაელში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზას 60 წელს გადაცილებულ პირებს, მედიკოსებსა და დაბალი იმუნიტეტის მქონე პირებს შესთავაზებენ. „არაჩვეულებრივი ახალი ამბავი, ნუ დაკარგავთ დროს, აიცერით,“- განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა. მესამე და მეოთხე დოზებს შორის შუალედი მინიმუმ 4 თვე უნდა იყოს. ამასთან, 5-დან 3 თვემდე მცირდება შუალედი მეორე და მესამე დოზებს შორისაც. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში […]
ისრაელში ომიკრონით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
ისრაელში კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ მედია იუწყება. მათივე ცნობით, გარდაცვლილი 65 წლის მამაკაცია, რომელიც “ბერ შებეს” საავადმყოფოში მკურნალობდა. ის ორჯერადად იყო ვაქცინირებული, თუმცა ჰქონდა თანმდევი დაავადებები. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დღეს ქვეყანაში „ომიკრონ“ შტამის კიდევ 170 შემთხვევაა გამოვლენილი. იპნ
გერმანიაში ანტიკოვიდურ აქციაზე 13 პოლიციელი ცემეს
გერმანიის ქალაქ მანჰაიმში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების საწინააღმდეგო აქციაზე მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. დაპირისპირების შედეგად 13 სამართალდამცავი დაშავდა. დემონსტრაცია ძალადობაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც პოლიციამ არასანქცირებული აქციის მონაწილეებს დაშლა სთხოვა, ისინი კი, მოთხოვნას არ დაემორჩილნენ. პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაკავებულია 13 ადამიანი. მანჰაიმის გარდა კოვიდშეზღუდვები გერმანიის სხვა ქალაქებშიც გააპროტესტეს. მედიის ინფორმაციით, მეკლენბურგ-წინაპომერანიის […]
ჩილეს პრეზიდენტი გაბრიელ ბორიჩი გახდა
ჩილეში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მემარცხენე კანდიდატმა გაბრიელ ბორიჩმა ულტრა-მემარჯვენე კონკურენტი, ხოსე ანტონიო კასტი დაამარცხა. არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, ბორიჩმა არჩევნებში ხმების 56%-ი, კასტმა კი – 44% მოიპოვა. „ვაპირებ, ყველა ჩილელის პრეზიდენტი ვიყო,“- განაცხადა ბორიჩმა, რომელიც პრეზიდენტობის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად მარტიდან შეუდგება. გაბრიელ ბორიჩის გამარჯვება სანტიაგოს ქუჩებში ათასობით მისმა მხარდამჭერმა იზეიმა. ჩილეში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე […]