ისრაელში მე-2 ბუსტერ დოზის გაკეთება დაიწყეს

ისრაელში მე-2 ბუსტერ დოზის გაკეთება დაიწყესისრაელში მე-2 „ბუსტერ“ დოზის მიღება შესაძლებელი გახდა. ისრაელის ჯანდაცვის მინისტრმა ნაჩმან აშმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მეორე „ბუსტერ“ დოზის მიღებას ის პირები შეძლებენ, რომელთა ასაკით 60 წელს აღემატება ან სუსტი იმუნიტეტი აქვთ.

როგორც ცნობილია, ისრაელში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ნაწილმა მეორე „ბუსტერ“ დოზა უკვე გაიკეთა, რისი საბოლოო შედეგებიც მალე გახდება ცნობილი.

აღსანიშნავია, რომ მესამე და მეოთხე „დოზებს“ შორის შუალედი მინიმუმ 4 თვე უნდა იყოს. ამასთან, 5-დან 3 თვემდე მცირდება შუალედი მეორე და მესამე დოზებს შორისაც.

იპნ