11 და 18 იანვარს დედამიწას 2 საშიში ასტეროიდი ჩაუვლის

11 და 18 იანვარს დედამიწას 2 საშიში ასტეროიდი ჩაუვლისორი “პოტენციურად საშიში” ასტეროიდი დედამიწისკენ მოფრინავს. საშიშებად მათ იმის გამო მოიხსენიებენ, რომ ისინი დედამიწასთან საკმაოდ ახლო მანძილზე ჩაივლიან.

სხვადასხვა უაცხოური მედიის ინფორმაციით, პირველი ასტეროიდი სახელწოდებით 2013 YD48 ბიგ ბენის ზომისაა და ის დედამიწასთან 11 იანვარს გაივლის. მეორე ასტეროიდი, რომელსაც NASA-ს მკვლევარებმა შემდეგი სახელი მოუფიქრეს – 7482 (1994 PC1), დედამიწასთან 18 იანვარს გაივლის. აღნიშნავია, რომ ის სიდიდით ორჯერ აღემატება ემპაიერ სთეით ბილდინგს (Empire State Building). დედამიწასთან ჩავლის დროს ეს ასტეროიდი ჩვენი პლანეტიდან 0.013 ასტრონომიული ერთეულის მანძილზე იქნება, რაც NASA-ს მკვლევარების გამოთვლებით “ყველზე ახლო მანძილად” ითვლევა.

იანვრის განმავლობაში დედამიწას კიდევ 3 სხვადასხვა ასტეროიდი ჩაუვლის, თუმცა ისინი ბევრად პატარა ზომის არიან.

ფორმულა