ისრაელში კოვიდზე მე-4 დოზითაც აცრიან

ისრაელში კოვიდზე მე-4 დოზითაც აცრიანისრაელის ჯანდაცვის მინისტრმა, ნიცან ჰოროვიცმა განაცხადა, რომ ისრაელმა ყველა მოქალაქეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზა შეიძლება შესთავაზოს.

„თუ ჩვენ დავინახავთ, რომ გარკვეული დროის განმავლობაში ვაქცინის ეფექტურობა მცირდება, თუნდაც გამაძლიერებელი დოზის შემდეგ, ჩვენ შეგვიძლია მეოთხე დოზა განვიხილოთ. ეს შესაძლებელია“, – აღნიშნა ისრაელის ჯანდაცვის მინისტრმა.

ნიცან ჰოროვიცის თქმით, ისრაელის ჯანდაცვის უწყება შესაბამის გადაწყვეტილებას სამედიცინო საჭიროებიდან გამომდინარე მიიღებს.

„ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ გამაძლიერებელი დოზების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება სწორი იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, სიკვდილიანობა უფრო დიდი იქნებოდა“, – განაცხადა ისრაელის ჯანდაცვის მინისტრმა.