ბულგარეთში ავტობუსი დაიწვა – 45 ადამიანი დაიღუპა

ბულგარეთში ავტობუსი დაიწვა - 45 ადამიანი დაიღუპაბულგარეთის დასავლეთ ნაწილში, ავტომაგისტრალზე მოძრავ სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა, დაღუპულია მინიმუმ 45 ადამიანი.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ბავშვებიც არიან. ამასთან, 7 ადამიანი სხვადასხვა სახის დამწვრობით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სამგზავრო ავტობუსს ჩრდილოეთ მაკედონიური სანომრე ნიშნები ჰქონდა და დაღუპულებისა და დაშავებულების უმეტესობა ჩრდილოეთ მაკედონიიდან არიან.

იპნ