კატეგორია: მსოფლიო

საფრანგეთის ელჩი აშშ-ში მომავალ კვირას დაბრუნდება

საფრანგეთის ელჩი აშშ-ში მომავალ კვირას დაბრუნდება

საფრანგეთი აშშ-ში ელჩს მომავალ კვირაში დააბრუნებს, – ამის შესახებ აშშ-სა და საფრანგეთის პრეზიდენტებს, ჯო ბაიდენსა და ემანუელ მაკრონს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ გახდა ცნობილი. ელისეს სასახლისა და თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ორი ლიდერი შეთანხმდა, დაიწყონ ღრმა კონსულტაციები ნდობის აღსადგენად და ასევე ოქტომბრის ბოლოს შეხვედრა გამართონ ევროპაში. სატელეფონო საუბრისას პრეზიდენტებმა განიხილეს ავსტრალიას, […]

ზელენსკის პირველი თანაშემწის მანქანა დაცხრილეს

ზელენსკის პირველი თანაშემწის მანქანა დაცხრილეს

კიევის ოლქის ლესნიკის დასახლებასთან ახლოს, უკრაინის პრეზიდენტის პირველი თანაშემწის სერგეი შეფირის ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სროლის შედეგად დაჭრილია მძღოლი, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. პრეზიდენტის თანაშემწის ავტომობილს 10 ტყვია აქვს მოხვედრილი. უკრაინის გენერალური პროკურორის, ირინა ვენედიქტოვას განცხადებით, ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის მცდელობის მუხლით აღიძრა. მისივე თქმით, სამართალდამცავი ორგანოები ყველაფერს აკეთებენ […]

გერმანიაში მამაკაცმა მოლარე პირბადის მოთხოვნის გამო მოკლა

გერმანიაში მამაკაცმა მოლარე პირბადის მოთხოვნის გამო მოკლა

გერმანიაში ბენზინგასამართი სადგურის 20 წლის მოლარე პირბადის ტარების მოთხოვნის გამო შელაპარაკების ნიადაგზე მოკლეს. პროკურორების განცხადებით, ბენზინგასამართი სადგურის მოლარემ 49 წლის მამაკაცს, რომელსაც ლუდის ყიდვა სურდა, მოსთხოვა დაეცვა წესები და გაეკეთებინა ნიღაბი. მომხმარებელმა მამაკაცის თხოვნაზე უარი განაცხადა და შენობა დატოვა, თუმცა მალევე პირბადით დაბრუნდა, რომელიც მოლარესთან მიახლოებისას კვლავ მოიხსნა. ,,შემდეგ დამნაშავემ იარაღი ამოიღო და მოლარეს თავში […]

ოლაფ შოლცმა გადამწყვეტი დებატები მოიგო – “მინიმალურ ხელფასს საათში 12 ევრომდე გავზრდი”

ოლაფ შოლცმა გადამწყვეტი დებატები მოიგო - "მინიმალურ ხელფასს საათში 12 ევრომდე გავზრდი"

გერმანიის კანცლერობის კანდიდატმა სოციალ-დემოკრატების პარტიიდან, ოლაფ შოლცმა მესამე, ფინალურ სატელევიზიო დებატებში კონკურენტები, კონსერვატიული ბლოკის – „ქრისტიან დემოკრატიული კავშირისა” და „ბავარიის ქრისტიან-სოციალური კავშირის“- კანდიდატი არმინ ლაშეტი და „მწვანეების“ ლიდერი ანალენა ბერბოკი, დაამარცხა. დებატებისას ოლაფ შოლცმა სოციალური უთანასწორობის საკითხზე გააკეთა აქცენტი და განაცხადა, რომ კანცლერობის შემთხვევაში, გერმანიაში მინიმალური ხელფასი საათში 12 ევრომდე გაიზრდება. „ბატონო ლაშეტ, ეს შეიძლება […]

რუსეთში პერმის უნივერსიტეტში ავტომატიანი პირი შეიჭრა – არის მსხვერპლი

რუსეთში პერმის უნივერსიტეტში ავტომატიანი პირი შეიჭრა - არის მსხვერპლი

რუსეთში, პერმის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიარაღებულმა პირი შეიჭრა. სამხედრო ფორმაში ჩაცმული კაცმა ავტომატიდან გაისროლა. უნივერსიტეტში ამბობენ, რომ თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, რომელიც თავის არეში დაიჭრა. ტელეგრამის არხ 112- ის ცნობით, დაღუპულია სულ მცირე სამი ადამიანი. ტვ პირველი

ბაიდენმა მაკრონს დარეკვა სთხოვა – საუბარი რამდენიმე დღეში შედგება

ბაიდენმა მაკრონს დარეკვა სთხოვა - საუბარი რამდენიმე დღეში შედგება

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბრისას მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისს განიხილავს, რომელიც აშშ-ს, ავსტრალიასა და გაერთიანებულ სამეფოს შორის უსაფრთხოების საგანგებო პაქტის მიღებას მოჰყვა. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელი ავრცელებს. ”აშშ-ს პრეზიდენტმა ბაიდენმა ჩვენს პრეზიდენტს სთხოვა ესაუბრათ. უახლოეს დღეებში იქნება სატელეფონო დისკუსია პრეზიდენტ მაკრონსა და პრეზიდენტ ბაიდენს შორის”, – განაცხადა გაბრიელ […]

ჩინეთში 6 ბალიანი მიწისძვრა მოხდა

ჩინეთში 6 ბალიანი მიწისძვრა მოხდა

ჩინეთში, სიჩუანის პროვინციაში, ქალაქ ლუჟოუს ლუსიანის მუნიციპალიტეტში 6.0-ბალიანი მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა მინიმუმ 2 და დაშავდა 3 ადამიანი, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მიწისძვრამ, რომელიც ადგილობრივი დროით დილის 4:33 საათზე მოხდა, რამდენიმე სახლი დაანგრია. მიწისძვრა 10 კილომეტრ სიღრმეში დაფიქსირდა. დაზარალებულ ტერიტორიებზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. იპნ

საფრანგეთში 3.000 აუცრელ ექიმს უფლებამოსილება შეუჩერეს

გასულ 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსისგან 27 ადამიანი გარდაიცვალა

საფრანგეთმა ჯანდაცვის 3.000 მუშაკს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აუცრელობის გამო უფლებამოსილება შეუჩერა. საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრ ოლივერ ვერანის თქმით, უფლებამოსილების შეჩერება სამედიცინო პერსონალისთვის მხოლოდ დროებითია. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ის ვაქცინაციის პროცესის ტემპის აჩქარების მექანიზმად ხედავს. ,,ადამიანები ხედავენ, რომ ბრძანება ვაქცინაციის შესახებ სიმართლეს შეესაბამება. სწორედ ამის გამო, უამრავი მათგანი აცრას თანხმდება“, – განმარტა ჯანდაცვის მინისტრმა, ოლივერ ვერანმა. ახალი კანონის თანახმად, […]

გერმანიაში უსაფრთხოების კომპანიის თანამშრომელს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის ასამართლებენ

გერმანიაში უსაფრთხოების კომპანიის თანამშრომელს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის ასამართლებენ

 სექტემბერის დასაწყისში ბერლინში, სასამართლო პროცესი დაიწყო გერმანიის მოქალაქის საქმეზე, რომელიც რუსეთის სამხედრო დაზვერვისთვის ბუნდესტაგის შენობის გეგმების გადაცემაშია ბრალდებული. დაკავებულის სრული სახელი არ ხმაურდება და მას როგორც „იენს ფ.“ მოიხსენიებენ. გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ მას ბრალი 2021 წლის 12 თებერვალს წაუყენა. 56 წლის იენს ფ. კერძო კომპანიაში მუშაობდა, რომელიც გერმანიის პარლამენტის შენობებში პორტატული ელექტრო მოწყობილობების შემოწმებასა და […]

იტალიაში საჯარო და კერძო სექტორის მუშაკებისთვის კოვიდ პასპორტი სავალდებულო ხდება

იტალიაში საჯარო და კერძო სექტორის მუშაკებისთვის კოვიდ პასპორტი სავალდებულო ხდება

იტალიაში საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლებისთვის სამუშაო ადგილებზე ე.წ. „მწვანე საშვების“ წარდგენა სავალდებულო გახდება, – Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ რეგიონულ საქმეთა მინისტრმა მარიასტელა ჯელმინიმ განაცხადა. „მივდივართ იმისკენ, რომ „მწვანე საშვი“ სავალდებულო იყოს არა მხოლოდ საჯარო სექტორის, არამედ კერძო სექტორის თანამშრომლებისთვისაც. ვაქცინა არის ერთადერთი იარაღი, რომელიც კოვიდ 19-ის წინააღმდეგ გაგვაჩნია, ვირუსის გავრცელების შეკავება მოსახლეობის დიდი უმრავლესობის […]