საფრანგეთში 3.000 აუცრელ ექიმს უფლებამოსილება შეუჩერეს

საფრანგეთში 3.000 აუცრელ ექიმს უფლებამოსილება შეუჩერესსაფრანგეთმა ჯანდაცვის 3.000 მუშაკს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აუცრელობის გამო უფლებამოსილება შეუჩერა.

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრ ოლივერ ვერანის თქმით, უფლებამოსილების შეჩერება სამედიცინო პერსონალისთვის მხოლოდ დროებითია. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ის ვაქცინაციის პროცესის ტემპის აჩქარების მექანიზმად ხედავს.

,,ადამიანები ხედავენ, რომ ბრძანება ვაქცინაციის შესახებ სიმართლეს შეესაბამება. სწორედ ამის გამო, უამრავი მათგანი აცრას თანხმდება“, – განმარტა ჯანდაცვის მინისტრმა, ოლივერ ვერანმა.

ახალი კანონის თანახმად, რომელიც ძალაში ოთხშაბათს შევიდა, სამედიცინო სექტორის თანამშრომლებისათვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება 2.7 მილიონ ადამიანს ეხება, რომლებიც ვალდებულები არიან დაადასტურონ, რომ ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა გაკეთებული აქვთ.

საფრანგეთი ვაქცინირებული მოსახლეობის მაჩვენებლით მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. სრულიად აცრილია სრული მოსახლეობის 72.4 %. ქვეყანამ ასევე 12 წლის ზემოთ მყოფი ბავშვების იმუნიზაციის პროცესი და რისკჯგუფში მყოფი ადამიანების ,,ბუსტერ“ დოზით რევაქცინაცია დაიწყო.

იპნ