ჩინეთში 6 ბალიანი მიწისძვრა მოხდა

ჩინეთში 6 ბალიანი მიწისძვრა მოხდაჩინეთში, სიჩუანის პროვინციაში, ქალაქ ლუჟოუს ლუსიანის მუნიციპალიტეტში 6.0-ბალიანი მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა მინიმუმ 2 და დაშავდა 3 ადამიანი, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მიწისძვრამ, რომელიც ადგილობრივი დროით დილის 4:33 საათზე მოხდა, რამდენიმე სახლი დაანგრია.

მიწისძვრა 10 კილომეტრ სიღრმეში დაფიქსირდა.

დაზარალებულ ტერიტორიებზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

იპნ