ავიაკატასტროფა საბერძნეთში – მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნას მსხვერპლი მოჰყვა. შემთხვევა კუნძულ სამოსთან მოხდა. კერძო თვითმფრინავი ისრაელიდან საბერძნეთის მიმართულებით მიფრინავდა. დაიღუპა ისრაელის ორი მოქალაქე. ბერძნული მედიის ინფორმაციით, ავიაკატასტროფის სავარაუდო მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა. რუსთავი 2
კატეგორია: მსოფლიო
პარიზის მერი ან იდალგო 2022 წელს საფრანგეთის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს
პარიზის მერი, სოციალისტი ან იდალგო 2022 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიღებს. „ამ რთულ პერიოდში, იმისთვის, რომ ჩვენ ცხოვრებას იმედი მივცეთ, გადავწყვიტე, საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი ვიყარო. ჩვენ თავიდან უნდა გამოვიგონოთ ჩვენი ფრანგული მოდელი, რომელიც მრავალრიცხოვანმა კრიზისებმა დაასუსტა“, – განაცხადა იდალგომ და დასძინა, რომ სურს, აღადგინოს ქვეყნისადმი პატივისცემა და მისი ერთობა. იდალგოს სურს, ააშენოს მეტად სამართლიანი […]
“ჩვენი მოთმინება ამოიწურა, აშშ-ში ვაქცინაცია სავალდებულო ხდება” – რა გადაწყვიტა ჯო ბაიდენმა
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებებს, რომელთა თანახმადაც მილიონობით დასაქმებულისთვის, მათ შორის ფედერალური სამსახურის ყველა თანამშრომლისთვის, ვაქცინაცია სავალდებულო ხდება. პრეზიდენტმა მიმართა შრომის დეპარტამენტს, უზრუნველყოს, რომ კერძო კომპანიებმა, რომლებსაც 100-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავთ, ყველა მუშაკი აცრან ან კვირაში ერთხელ ჩაუტარონ კოვიდტესტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანიებს ათასობით აშშ დოლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრებათ. „„ვაქცინაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით ჩემი […]
ვინ არის თალიბანის მთავარი მტერი აჰმად მასუდი, რომელსაც პანჯშირელ ლომის ბოკვერს უწოდებენ
ავღანეთის ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტის ლიდერი აჰმად შაჰ მასუდი „ალ-ქაიდამ“ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტებამდე ორი დღით ადრე მოკლა. საველე მეთაური, რომელიც სიკვდილს ჯერ კიდევ საბჭოთა ჯარებთან ბრძოლების დროს ერთი ნაბიჯით ბევრჯერ ასცდა, ააფეთქა ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა, რომლებიც მას ჟურნალისტებად გაეცნენ. მასუდის ვაჟი მაშინ 12 წლის იყო. მალე ის გაემგზავრა ირანში, სადაც საშუალო სკოლა დაამთავრა და […]
ვირჯინიაში გენერალ ლის ქანდაკება აიღეს
ვირჯინიის შტატში, რიჩმონდში, ამერიკის კონფედერაციული შტატების არმიის გენერლის, ედვარდ ლის ქანდაკება აიღეს. ინფორმაციას BBC აქვეყნებს. გუბერნატორ რალფ ნორტჰემის განცხადებით, ქანდაკების აღება ეროვნული პროტესტის შედეგია, რომელიც ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას მოჰყვა. მემორიალის აღება 2020 წელს იგეგმებოდა, თუმცა პროცესი რიჩმონდის მაცხოვრებლების პროტესტისა და წინააღმდეგობის შედეგად, მათ მიერ შეტანილი ორი სარჩელის ფონზე შეფერხდა. გასულ კვირას ვირჯინიის უზენაესმა სასამართლომ უარყო სარჩელი […]
რა იარაღით ცდილობენ რუსი ჰაკერები არჩევნებში ჩარევას
ბუნდესტაგში არჩევნებამდე სამი კვირით ადრე, გერმანიამ რუსეთი ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნასა და არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულა. ბერლინში მიაჩნიათ, რომ კრემლის მიერ მართული რუსი ჰაკერები დეპუტატების პერსონალური მონაცემების მიღებას ცდილობდნენ. უმნიშვნელოვანესი საპარლამენტო არჩევნები გერმანიაში 26 სექტემბერს გაიმართება. გამარჯვებული პარტიის კანდიდატი, კანცლერის პოსტს დაიკავებს. „რუსეთიდან ინიცირებული შეტევები შესაძლოა იყოს კიდევ უფრო გლობალური ოპერაციებისთვის მზადების ნაწილი, როგორც ეს არის […]
თალიბანმა ქალებს სპორტი აუკრძალა
დაჯგუფება თალიბანმა ავღანეთში ქალებს სპორტით დაკავება აუკრძალა. აღნიშნული ინფორმაცია დაჯგუფების კულტურის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე აჰმადულაჰ ვასიქმა გაავრცელა. „კრიკეტი და სხვა სპორტული თამაშები არ განიხილება როგორც ქალებისთვის აუცილებელი რამ. სპორტის რიგ სახეობებში ქალებს საკუთარი სხეულისა და სახის დაფარვა არ შეეძლებათ. მედიის ერაში, მათ ფოტოებსა და ვიდეოებს გადაუღებენ, რისი ნახვაც შემდეგ ხალხს შეეძლება. ისლამი კი ქალებს ამის […]
რუსეთის საგანგებო სიტუაციების მინისტრი დაიღუპა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელი ევგენი ზინიჩევი წვრთნების დროს დაიღუპა. „ვწუხვართ იმის გამო, რომ საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელი, ევგენი ზინიჩევი ტრაგიკულად დაიღუპა ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისას, როდესაც ის ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას ნორილსკში, სადაც უწყებათაშორისო წვრთნებში მონაწილეობდა”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. ევგენი ზინიჩევი საგანგებო სიტუაციების მინისტრად 2018 წლის მაისში დაინიშნა. იპნ
მექსიკაში მიწისძვრა მოხდა
ისრაელმა ღაზას სექტორში ჰამასის ობიექტები დაბომბა
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორზე ავიაიერიში მიიტანა, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ დარტყმა ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით გაშვებული ხანძრის გამჩენი ბუშტების საპასუხოდ განახორციელეს. მათივე მტკიცებით, ისრაელის სამხედროების სამიზნე ხან იუნისში მდებარე „ჰამასის“ რაკეტების წარმოების ობიექტი და სასწავლო ბანაკი იყო. ისრაელის მედიის ინფორმაციით, ავიაიერიშამდე ღაზას სექტორიდან ისრაელის ტერიტორიისკენ ცეცხლგამჩენი […]










