პარიზის მერი ან იდალგო 2022 წელს საფრანგეთის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს

პარიზის მერი ან იდალგო 2022 წელს საფრანგეთის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებსპარიზის მერი, სოციალისტი ან იდალგო 2022 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიღებს.

„ამ რთულ პერიოდში, იმისთვის, რომ ჩვენ ცხოვრებას იმედი მივცეთ, გადავწყვიტე, საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი ვიყარო. ჩვენ თავიდან უნდა გამოვიგონოთ ჩვენი ფრანგული მოდელი, რომელიც მრავალრიცხოვანმა კრიზისებმა დაასუსტა“, – განაცხადა იდალგომ და დასძინა, რომ სურს, აღადგინოს ქვეყნისადმი პატივისცემა და მისი ერთობა.

იდალგოს სურს, ააშენოს მეტად სამართლიანი სახელმწიფო.

„ემანუელ მაკრონის ხუთწლიან პერიოდს, რომელიც დასასრულს უახლოვდება, ფრანგები უნდა გაეერთიანებინა. თუმცა, მან ისინი დაყო როგორც არასდროს. მას სოციალური პრობლემები უნდა მოეგვარებინა, მაგრამ მან ისინი უფრო გააღრმავა, მას ჩვენი პლანეტა უნდა დაეცვა, მაგრამ მან ეკოლოგიას ზურგი აქცია“ , – განაცხადა ან იდალგომ.

ან იდალგო სოციალისტური პარტიის წარმომადგენელია, რომელიც 2014 წელს პირველი ქალი გახდა, ვინც პარიზის მერის პოსტი დაიკავა.

2020 წლის ივნისში ან იდალგომ კიდევ ერთხელ გაიმარჯვა არჩევნებში და პარიზის მერის პოსტი მეორედ დაიკავა.