კატეგორია: მსოფლიო

იტალიაში კოვიდის ახალი შემთხვევების 94,8% დელტა ვარიანტზე მოდის

იტალიაში კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტი დომინანტური გახდა და 20 ივლისის მონაცემებით, მასზე ახალი შეთხვევების 94.8% მოდის, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ იტალიის ეროვნული ჯანდაცვის ინსტიტუტში განაცხადეს. ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად განსხვავდება 22 ივნისს გამოქვეყნებული კვლევისგან, რომლის თანახმადაც, „დელტა“ ვარიანტი შემთხვევების 22.7%-ს წარმოადგენდა. იტალიაში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსის 4.34 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან ვირუსს 128 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე […]

რომელია კიდევ ერთი დამოუკიდებელი გამოცემა, რომელიც კრემლის სამიზნე გახდა

28 ივლისის დილას, დამოუკიდებელი გამოცემა The Insider-ის მთავარი რედაქტორის რომან დობროხოტოვის და მისი მშობლების სახლებში რუსმა სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს. ფორმალური მიზეზი ცილისწამების შესახებ მიმდინარე გამოძიება გახდა. დობროხოტოვს ჰოლანდიელი ბლოგერი მაქს ვან დერ ვერფი უჩივის.  1 წლის წინ,  The Insider-ის მთავარმა რედაქტორმა „ტვიტერში“ დაწერა, რომ ჰოლანდიელი, რუსული სპეცსამსახურების დაკვეთით მუშაობს და „მალაიზიური ბოინგის“ ჩამოგდების თემაზე დეზინფორმაციას […]

ალასკაზე 8,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ალასკის ნახევარკუნძულზე 8.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ძლიერი მიწისძვრის გამო ცუნამის საფრთხე გამოცხადდა. მედიის ინფორმაციით, მიწისძვრა ქალაქ პერივილიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 91 კილომეტრში მოხდა. ცუნამის საფრთხეს ალასკის ნახევარკუნძულთან ერთად სამხრეთ ალასკასაზეც გამოცხადდა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ძლიერ მიწისძვრას 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგი მოჰყვა. პირველი არხი

ისრაელში კოვიდით ინფიცირებამ მკვეთრად მოიმატა – 27 ივლისს 2.195 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ბოლო ხანებში ისრაელში მკვეთრად მოიმატა კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ. 27 ივლისს ქვეყანაში კოვიდით ინფიცირების 2.195 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ასეთი მაღალი მაჩვენებელი ისრაელში მარტის შუა რიცხვების მერე არ ყოფილა. იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის მკვლევარები ამბობენ, რომ ფაიზერის ვაქცინის ეფექტურობა მძიმე დაავადების აცილების საქმეში 80%-მდე შემცირდა. კვლევაში, რომელიც ისრაელის მთავრობას წარედგინა, ნათქვამია, რომ მძიმე შემთხვევების რაოდენობა 145-დან 400-მდე […]

ნიუ იორკში ვაქცინის პირველი დოზით აცრილები 100-100 დოლარს მიიღებენ

30 ივლისიდან ქალაქ ნიუ-იორკის მერია იმ პირებს, ვინც ვაქცინის პირველ დოზას მიიღებს, 100 დოლარით დაასაჩუქრებს. ინფორმაციას ამის შესახებ ქალაქ ნიუ-იორკის მერია ავრცელებს. თანხის მისაღებად საჭიროა სპეციალიზირებულ საიტზე რეგისტრაციის გავლა. „გაიკეთეთ პირველი დოზა, გაიარეთ რეგისტრაცია და მიიღეთ 100 დოლარი. მარტივია“, – ნათქვამია განცხადებაში. იმედინიუსი

ვინც იტალიის სამხრეთში დასახლდება, მთავრობა 28.000 ევროს მისცემს

იტალიის სამხრეთ რეგიონ კალაბრიას ხელისუფლება 3 წლის განმავლობაში 28.000 ევროს შესთავაზებს იმ ადამიანებს, ვინც ადგილობრივ სოფლებში დასახლდება. ამით კალაბრიას ხელისუფლებას მოსახლეობის მრავალწლიანი გადინების შეჩერება სურს. სამოსახლოს ასარჩევად წარმოდგენილია კალაბრიას ზღვის სანაპიროსა და მთის კალთებზე განლაგებული რამდენიმე სოფელი, სადაც, დაახლოებით, 2 ათასი მცხოვრებია დარჩენილი. თანხის მისაღებად ახალმა მისახლემ უნდა აიღოს  ვალდებულება მცირე ბიზნესის ნულიდან წამოწყებაზე, ან […]

აშშ-ში ერთმანეთს 20 მანქანა შეეჯახა – 7 ადამიანი დაიღუპა

აშშ-ის იუტას შტატში მასობრივი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის დროსაც ერთმანეთს 20 ავტომობილი შეეჯახა. ინციდენტს 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რამდენიმე დაშავებული კი კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაზარალებულთა ტრანსპორტირებისთვის საჰაერო და სახმელეთო სასწრაფო დახმარების მანქანები გამოიყენეს. ადგილობრივი პატრულის ინფორმაციით, მასობრივი შეჯახება ძლიერი ქარების პერიოდში მოხდა, რომელმაც ე.წ. ქვიშის ქარიშხალი გამოიწვია და ხილვადობა შეამცირა. იპნ

რატომ აშინებს პუტინს უკრაინის ძირძველი ხალხების შესახებ კანონი

უკრაინამ ძირძველი ხალხების შესახებ კანონი მიიღო, რომლის ძირითად მოთხოვნებსა და კრიტერიუმებს ყირიმელი თათრები, მცირერიცხოვანი ყირიმელი კაიმარები და ყირიმელები აკმაყოფილებენ. რუსეთის პრეზიდენტი ამან აღაშფოთა და უკრაინა ნაციზმში დაადანაშაულა. პუტინის თქმით, რუსები უკრაინის ძირძველი ხალხია  და მათი კანონის სფეროდან დისტანცირება დანაშაულია. პუტინის ნარატივს იმეორებს რუსული სახელმწიფო მედიაც. რუსეთის პრეზიდენტი ყირიმელებზე აპელირებს, რომლებიც მისი თქმით რუსეთს თავიანთი ტერიტორიით […]

საფრანგეთის პარლამენტმა ექიმების სავალდებულო ვაქცინაციას მხარი დაუჭირა

საფრანგეთის პარლამენტის ზედა პალატამ პანდემიასთან ბრძოლის მიზნით რეგულაციების გამკაცრების შესახებ ქვეყნის მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. მედიის ინფორმაციით, კანონპროექტს მხარი 199-მა სენატორმა დაუჭირა, 123 კი წინააღმდეგ წავიდა. ახალი რეგულაციების მიხედვით, სამედიცინო პერსონალისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ისინი ანაზღაურებას ვერ მიიღებენ. ამას გარდა, რესტორანში, კინოთეატრებში, თეატრებსა და მუზეუმებში შესვლისათვის ადგილობრივებს ვაქცინაციის დამადასტურებელი ე.წ. […]

აგვისტოდან საფრანგეთში კოვიდპასპორტის გარეშე არსად შეგიშვებენ – ქვეყანაში მასობრივი პროტესტი დაიწყო

საფრანგეთში ჯანდაცვის სფეროში მომუშავეთა სავალდებულო ვაქცინაცია და რეგულაციების დაწესება ათასობით ადამიანმა გააპროტესტა. მასშტაბური აქციები პარიზში, მარსელში, მონპელიეში, ნანტსა და ტულუზაში გაიმართა, სადაც, საერთო ჯამში 160. 000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. „შეწყვიტეთ დიქტატორობა“ – აცხადებდნენ დემონსტრანტები, რომლებიც იმ ადამიანებისთვის შეზღუდვების დაწესებას აპროტესტებდნენ, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას არ გაიკეთებენ. პარიზში პოლიციასა და აქტივისტებს შორის შეტაკება მოხდა, რის გამოც […]