იტალიაში კოვიდის ახალი შემთხვევების 94,8% დელტა ვარიანტზე მოდის

იტალიაში კოვიდის ახალი შემთხვევების 94,8% დელტა ვარიანტზე მოდისიტალიაში კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტი დომინანტური გახდა და 20 ივლისის მონაცემებით, მასზე ახალი შეთხვევების 94.8% მოდის, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ იტალიის ეროვნული ჯანდაცვის ინსტიტუტში განაცხადეს. ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად განსხვავდება 22 ივნისს გამოქვეყნებული კვლევისგან, რომლის თანახმადაც, „დელტა“ ვარიანტი შემთხვევების 22.7%-ს წარმოადგენდა.

იტალიაში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსის 4.34 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან ვირუსს 128 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბოლო მონაცემებით, იტალიაში 12 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეების თითქმის 59 % სრულად ვაქცინირებულია.

იპნ