მერკელი შოკშია – ქალაქი გერმანიაში სტიქიამდე და სტიქიის შემდეგ

მერკელი შოკშია - ქალაქი გერმანიაში სტიქიამდე და სტიქიის შემდეგგერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა წყალდიდობის შედეგად განადგურებული ქალაქები მოინახულა და განაცხადა, რომ ნანახისგან შოკირებულია.

გერმანიასა და ბელგიაში სტიქიამ, სულ მცირე, 188 ადამიანი იმსხვერპლა. რეგიონში ჯერ კიდევ ძლიერი წვიმაა.

მაშველებს ავსტრიიდან, ქალაქ ზალცბურგიდან მოსახლეობა სახლებიდან უსაფრთხო ადგილებზე გადაჰყავს – ქალაქის ქუჩებში მდინარეები მოდის.

ევროპელი ლიდერები წყალდიდობის მიზეზად კლიმატის ცვლილებას ასახელებენ, სტიქიამ დააზარალა შვეიცარია, ლუქსემბურგი და ნიდერლანდებიც.

გერმანიაში წყალდიდობას, სულ მცირე, 157 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არის 4 მეხანძრე. 31 ადამიანი დაიღუპა ბელგიაში.

BBC ავრცელებს ქალაქ ერფშტადტ-ბლესემის ერთი და იმავე ადგილის ორ ფოტოს, ერთი სტიქიამდე გადაღებული, მეორე კი – დატბორილი. სტიქიის შედეგი შემზარავია.

რუსთავი 2