ევროპაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 180-ს გადააჭარბა. სტიქიამ განსაკუთრებით გერმანია და ბელგია დააზარალა. მაშველები დაკარგულებს 24-საათიან რეჟიმში ეძებენ. BBC-ის ცნობით, დასავლეთ გერმანიაში წყალდიდობას სულ მცირე 156 ადამიანი ემსხვერპლა, დაკარგულად კი კიდევ ათობით პირი ითვლება. ბელგიაში წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 27 ადამიანი დაიღუპა, ათობით კი კვლავ დაკარგულად ითვლება. სტიქიური უბედურება გერმანიისა და ბელგიის გარდა ავსტრიას, ნიდერლანდებსა […]
კატეგორია: მსოფლიო
ბარსელონასა და ესპანეთის სხვა ქალაქებში კომენდანტის საათი ისევ დაწესდა
კატალონიის რეგიონალურმა მთავრობამ კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდის გამო სასამართლოებს მიმართა და იმ ტერიტორიებზე, სადაც შვიდდღიანი პერიოდის განმავლობაში ინფიცირების მაჩვენებელი ყოველ 100.000 მოსახლეზე 400-ს აღემატება, „კომენდატის საათის“ 01:00-დან 6:00 საათამდე დაწესების ნებართვა ითხოვა. რეგიონის უზენაესმა სასამართლომ მთავრობის თხოვნა დააკმაყოფილა, რაც იმას ნიშნავს, რომ „ღამის კომენდატის საათი“ 161 მუნიციპალიტეტში იმოქმედებს. „კომენდატის საათი“ მიმდინარე შაბათ-კვირას ამოქმედდება და […]
ისრაელისთვის საქართველო 23 ივლისიდან წითელი ქვეყანა გახდება
ისრაელის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 23 ივლისიდან საქართველო კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით ე.წ. წითელი ქვეყნების სიას დაემატება. შესაბამის ინფორმაციას გამოცემა Times of Israel ავრცელებს. მისივე ცნობით, ამიერიდან ისრაელში ჩასულ ყველა მგზავრს, რომელიც აცრილია ან ვირუსისგან განიკურნა, 24 – საათიანი თვითიზოლაციის გავლა მოუწევს ისრაელში ჩასვლისას ან ეს დრო შემცირდება, თუკი კორონავირუსზე ტესტის უარყოფით პასუხს ადრე მიიღებენ. ამასთან, ისრაელის ჯანდაცვის […]
გერმანიაში წყალდიდობით დაღუპულთა რაოდენობა 81-მდე გაიზარდა
გერმანიაში ძლიერი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 81-მდე გაიზარდა, – ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. განსაკუთრებით დაზარალდა რეინი-ვესტფალიისა და რეინლანდ-პფალცის რეგიონები. ქალაქ კობლენცის პოლიციის ინფორმაციით, რეინლანდ-პფალცის რეგიონი ბად-ნოიენარ-არვაილერის რაიონში მაშველები 1.000-ზე მეტ დაკარგულს ეძებენ. იპნ
გერმანიაში წყალდიდობას 42 ადამიანი ემსხვერპლა
გერმანიის დასავლეთ ნაწილში წყალდიდობას 42 ადამიანი ემსხვერპლა, დაკარგულია ათობით ადამიანი, მაშველები ამ დრომდე ცდილობენ ხალხის ევაკუაციასა და გადარჩენას. წყალდიდობამ ყველაზე მეტად რაინლანდ-პფალცი და ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალია დააზარალა, სადაც შენობები და მანქანები წყლის უხვმა ნაკადმა წალეკა. ამ ყველაფრის მთავარი გამომწვევი მიზეზი კი რეკორდული ნალექის რაოდენობაა, რომელიც მთელს ევროპას დიდ პრობლემას უქმნის. გერმანელი პოლიტიკოსი, მალუ დრაიერი აღნიშნულ მოვლენას “კატასტროფას” უწოდებს – “არიან გარდაცვლილები, დაკარგულები და კიდევ უამრავი […]
ევროკავშირი უნგრეთსა და პოლონეთს ლგბტქ თემის დისკრიმინაციისთვის სასამართლოში უჩივის
ევროკომისიამ უნგრეთისა და პოლონეთის ზოგიერთი რეგიონის წინააღმდეგ ლგბტქ თემის დისკრიმინაციის გამო სამართლებრივი დავა დაიწყო. კომისიამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც უნგრეთის პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომელიც არასრულწლოვნებისთვის ლგბტქ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდებას კრძალავს. პოლონეთში კი 100-ზე მეტმა რეგიონმა თავი გამოაცხადა „ლგბტქ იდეოლოგიისგან თავისუფალ ზონად”, რამაც ბლოკში კრიტიკა გამოიწვია. „ევროპა არასდროს დაუშვებს ჩვენი საზოგადოების ნაწილის სტიგმატიზაციას. თანასწორობა […]
შიშველი ქალი 2 შენობას შორის გაიჭედა – რა მოხდა აშშ-ში
ორ შენობას შორის გაჭედილი შიშველი ქალი იპოვეს – შემთხვევა კალიფორნიაში, ქალაქ სანტა ანაში მოხდა. მაშველები ქალს დახმარებას ორი საათის მანძილზე უწევდნენ. ამბის მთავარი გმირი, ორი სხვადასხვა შენობის კედელს შორის იყო გაჭედილი, რომელთა შორის დაშორებაც 20 სანტიმეტრია. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი ხნის მანძილზე ითხოვდა უცნობი პირი დახმარებას, ან როგორ გაიჭედა ამ ვიწრო ადგილას. “ის ყვიროდა, ყვიროდა და ყვიროდა, ჩვენ […]
ისრაელმა ღაზას სექტორში ჰამასს დაარტყა
ისრაელმა ღაზას სექტორში მდებარე „ჰამასის“ სამხედრო ობიექტებზე ავიაიერიში განახორციელა. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ისინი ყველა სცენარისთვის მზად არიან. მათი განმარტებით, იერიში პალესტინის მხრიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით სპეციალური, ცეცხლგამჩენი ბურთების გაშვების საპასუხო ქმედებაა. ისრაელმა ღაზას სექტორის წინააღმდეგ ავიაიერიში რამდენჯერმე განახორციელა მას შემდეგ, რაც ეგვიპტის შუამავლობით გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შედეგად ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 11-დღიანი […]
უკრაინის შს მინისტრი ავაკოვი გადადგა
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. ინფორმაციას უკრაინის შსს ავრცელებს. „დიდი მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდს წლების განმავლობაში ერთობლივი მუშაობისთვის. მადლობას ვუხდი თითოეულ ოფიცერს და თანამშრომელს. ეს ჩემთვის პატივია!“, – წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ავაკოვი შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს 2014 წლის თებერვლიდან იკავებს.
საფრანგეთში კოვიდ 19-ზე ვაქცინაცია ექიმებისთვის სავალდებულო ხდება
საფრანგეთის მთავრობის განცხადებით, 15 სექტემბრამდე ქვეყანაში ჯანდაცვის სექტორის ყველა თანამშრომელი სრულად უნდა იყოს ვაქცინირებული, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ანაზღაურების გარეშე დარჩენა ემუქრებათ, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. მოთხოვნა ვრცელდება ექიმებზე, ექთნებზე, საოფისე პერსონალსა და მოხალისეებზე. ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, შემდეგი თვიდან საჭირო იქნება სამედიცინო ბარათების ჩვენება მაღაზიებში, საავადმყოფოებში, ბარებში, კინოთეატრებსა და საქალაქთაშორისო მატარებლებში შესასვლელად. დოკუმენტში აღნიშნულია, […]










