სატვირთო „ბოინგ 737“ ჰავაის კუნძულებთან, ჰონოლულუსთან ახლოს წყალში ჩავარდა. მედიის ცნობით, თვითმფრინავის ძრავს პრობლემა შეექმნა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბორტზე სავარაუდოდ, ორი ადამიანი იმყოფებოდა, რომელთა ძებნის სამუშაოები მიმდინარეობს.
კატეგორია: მსოფლიო
ისრაელის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს
უსაფრთხოების საკითხებში ისრაელის მინისტრთა კაბინეტის მრჩეველმა და ამავდროულად ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელმა, მეირ ბენ-შაბბათმა პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტს შეატყობინა, რომ ზაფხულის ბოლოს თანამდებობას ტოვებს. „30 ივნისის საღამოს, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელმა პრემიერ-მინისტრს აცნობა, რომ ამ თანამდებობაზე მუშაობის ოთხი წლისთავზე ტოვებს პოსტს“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის კანცელარიის განცხადებაში. ბენ-შაბბათი ზემოხსენებულ თანამდებობაზე 2017 წელს, ბენიამინ ნეთანიაჰუს პერიოდში დაინიშნა. ის კურირებდა ისრაელის ურთიერთობების ნორმალიზების საკითხს […]
საფრანგეთში ტურისტებისთვის კოვიდზე ტესტის გაკეთება ფასიანი ხდება
7 ივლისიდან საფრანგეთში ჩასული ტურისტებისთვის კორონავირუსზე ტესტის ჩაბარება ფასიანი გახდება. ამის შესახებ საფრანგეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გაბრიელ ატალმა განაცხადა. საფრანგეთის მთავრობაში აღნიშნავენ, რომ საფრანგეთში ჩასული უცხოელი ტურისტებისთვის PCR-ტესტის ღირებულება 49 ევრო, ხოლო ანტიგენის ტესტის ღირებულება 29 ევრო იქნება. იმედინიუსი
დიმიტრი კულება – “უკრაინელები და რუსები ორი სხვადასხვა ერია, რუსები უკრაინაში ეროვნული უმცირესობაა”
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დიმიტრი კულებას განცხადებით, უკრაინელები და რუსები ორი სხვადასხვა ერია და რუსები უკრაინაში ეროვნულ უმცირესობას წარმოადგენენ და არა მკვიდრ მოსახლეობას. ამით კულებამ რუსეთის პრეზიდენტის მიერ ახლახანს გაკეთებულ განცხადებებს უპასუხა, როდესაც მან აღნიშნა, რომ „უკრაინელ ხალხს არამეგობრულ ხალხად არ თვლის და მიიჩნევს, რომ უკრაინელები და რუსები ერთი ხალხია“. – უკრაინელები და რუსები ორი სხვადასხვა […]
საბერძნეთში სრულად ვაქცინირებულ პირებს რესტორნებში პირბადის გარეშე დაუშვებენ
საბერძნეთში, სადაც დახურულ სივრცეებში პირბადის გამოყენება სავალდებულოა, სრულად ვაქცინირებულ პირებს რესტორნებში პირბადის გარეშე შესვლის ნებას დართავენ. ამასთან, 15 ივლისიდან ვაქცინირებული მაყურებელი სპორტულ დაწესებულებებში დაიშვება, თუმცა მათ პირბადე უნდა ატარონ. პირბადე უნდა ატაროს კინოთეატრებსა და თეატრებში შესულმა მაყურებელმაც. ადამიანებს, რომლებიც სრულად ვაქცინირებულები არ არიან, რესტორნებში, თეატრებსა და კინოთეატრებში შესვლის უფლება ექნებათ, თუმცა კორონავირუსის სწრაფი ტესტის უარყოფითი […]
ისრაელის მთავრობამ იერუსალიმში პალესტინელთა მაღაზია დაანგრია
ისრაელმა აღმოსავლეთ იერუსალიმში, სილვანის დასახლებაში, პალესტინელების მაღაზიის დემონტაჟი განახორციელა, რასაც პოლიციასა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა. მაღაზია ერთ-ერთია იმ რამდენიმე სახლსა და მაღაზიას შორის, რომლებსაც ხელისუფლება უკანონოდ აშენებულად მიიჩნევს და მათ ადგილზე პარკის განთავსებას გეგმავს. მუნიციპალიტეტმა პალესტინელებს შენობების დემონტაჟისთვის დრო 28 ივნისამდე მისცა, მოსახლეობა კი აცხადებს, რომ აღნიშნული სახლები და ობიექტები ათობით წელია მათ ეკუთვნით. […]
ანასტასია პალაშჩუკი – “სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ” – ავსტრალიაში ლოკდაუნი გამოცხადდა
კორონავირუსის დღიური შემთხვევების მატების გამო, ავსტრალიის რამდენიმე ქალაქში ლოკდაუნი გამოცხადდა. დღეიდან ოთხდღიანი ლოკდაუნი გამოცხადდა პერთში, 9 ივლისამდე მკაცრი ორკვირიანი კარანტინი მოქმედებს სიდნეიში, 2 ივლისამდე კი კარანტინი გახანგრძლივდა დარვინში. ამასთან, დღეს საღამოს სამდღიანი ლოკდაუნი ამოქმედდება ქუინსლენდის შტატის დედაქალაქ ბრიზბენში. ავსტრალიაში კორონავირუსის შემთხვევების მატება დელტა ვარიანტის გავრცელებას უკავშირდება. „რისკი რეალურია და ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ სწრაფად“, – განაცხადა […]
იტალიის 20-ვე რეგიონი თეთრ ზონად გამოცხადდა
იტალიის 20-ვე რეგიონი კოვიდ 19-ის გავრცელების დაბალი რისკის ზონად , ე.წ. „თეთრ ზონად“ გამოცხადდა. ამასთან, დღეიდან ქვეყანაში გარე სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება, თუმცა მოქალაქეებმა პირბადეები დახურულ სივრცეებსა და ხალხმრავალ ადგილებში უნდა გამოიყენონ. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ამ დროისთვის იტალიაში 12 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეების მესამედი, ანუ 17.572.505 პირია ვაქცინირებული.
ლე პენის პარტია საფრანგეთის რეგიონულ არჩევნებს აგებს
საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტია, მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანება“ რეგიონულ არჩევნებს აგებს, – ამის შესახებ BBC წერს. პროვანსი-ალპები-ლაჟვარდოვანი ნაპირის რეგიონი პენსის მთავარი სამიზნე იყო და იმედოვნებდა, რომ იქ არჩევნებს მოიგებდა. ჯერჯერობით, მხოლოდ ამ რეგიონში ჩატარებული ორივე ტურის შედეგებია ცნობილი. იმედგაცრუებულია მისი მთავარი ოპონენტის, ემანუელ მაკრონის პარტიაც – არჩევნებზე რეკორდულად დაბალი, 30%-იანი აქტივობა აღირიცხა. რეგიონული არჩევნების პირველი ტური საფრანგეთში 20 ივნისს, მეორე კი, გუშინ, 27 […]
ინგლისის ჯანდაცვის მინისტრი მეთ ჰენკოკი თანამშრომლის კოცნის გამო გადადგა
გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მდივანი მეთ ჰენკოკი თანამშრომელთან დაკავშირებული ინციდენტის შემდეგ თანამდებობიდან გადადგა, – წერს BBC. პრემიერ-მინისტრისთვის გაგზავნილ წერილში მან აღნიშნა, რომ მთავრობა “ვალდებულია გულწრფელი იყოს იმ ხალხის წინაშე, ვინც ამდენი მსხვერპლი გაიღო ამ პანდემიის დროს“. ბორის ჯონსონმა აღნიშნა, რომ ის წუხს ჰენკოკის გადადგომის გამო. ჰენკოკი კრიტიკის ქარცეცხლში გამოცემა სანის მიერ გამოქვეყნებული ფოტოს შემდეგ მოექცა. ფოტოზე ჯანდაცვის […]










