ლე პენის პარტია საფრანგეთის რეგიონულ არჩევნებს აგებს

ლე პენის პარტია საფრანგეთის რეგიონულ არჩევნებს აგებსსაფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტია, მარინ ლე პენის „ეროვნული გაერთიანება“ რეგიონულ არჩევნებს აგებს, – ამის შესახებ BBC წერს.

პროვანსი-ალპები-ლაჟვარდოვანი ნაპირის რეგიონი პენსის მთავარი სამიზნე იყო და იმედოვნებდა, რომ იქ არჩევნებს მოიგებდა. ჯერჯერობით, მხოლოდ ამ რეგიონში ჩატარებული ორივე ტურის შედეგებია ცნობილი.

იმედგაცრუებულია მისი მთავარი ოპონენტის, ემანუელ მაკრონის პარტიაც – არჩევნებზე რეკორდულად დაბალი, 30%-იანი აქტივობა აღირიცხა.

რეგიონული არჩევნების პირველი ტური საფრანგეთში 20 ივნისს, მეორე კი, გუშინ, 27 ივნისს ჩატარდა და ხმებს ამ დრომდე ითვლიან.

იმედინიუსი