საბერძნეთში სრულად ვაქცინირებულ პირებს რესტორნებში პირბადის გარეშე დაუშვებენ

საბერძნეთში სრულად ვაქცინირებულ პირებს რესტორნებში პირბადის გარეშე დაუშვებენსაბერძნეთში, სადაც დახურულ სივრცეებში პირბადის გამოყენება სავალდებულოა, სრულად ვაქცინირებულ პირებს რესტორნებში პირბადის გარეშე შესვლის ნებას დართავენ.

ამასთან, 15 ივლისიდან ვაქცინირებული მაყურებელი სპორტულ დაწესებულებებში დაიშვება, თუმცა მათ პირბადე უნდა ატარონ. პირბადე უნდა ატაროს კინოთეატრებსა და თეატრებში შესულმა მაყურებელმაც.

ადამიანებს, რომლებიც სრულად ვაქცინირებულები არ არიან, რესტორნებში, თეატრებსა და კინოთეატრებში შესვლის უფლება ექნებათ, თუმცა კორონავირუსის სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის შემთხვევაში.

ამასთან, რესტორნებისა და კაფეების მფლობელებს შეუძლიათ გადაწყვიტონ, სრულად ვაქცინირებული მომხმარებელი მიიღონ და 85%-იანი დატვირთვით იმუშაონ თუ არავაქცინირებული, რა შემთხვევაშიც მათ 50%-იანი დატვირთვით მუშაობის უფლება ექნებათ.

ამ დროისთვის სრულად ვაქცინირებული საბერძნეთის მოსახლეობის 30.2% -ზე მეტია, 43.1% -ს კი ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა აქვს გაკეთებული.