კატეგორია: მსოფლიო

ბელგიაში კოვიდ 19-ის 2 შტამით დაინფიცირებული ქალი გარდაიცვალა

ბელგიაში კორონავირუსით 90 წლის ქალი დაიღუპა, რომელიც, ვირუსის „ალფა“ და „ბეტა“ ვარიანტებით იყო დაინფიცირებული, – ინფორმაციას მედია საშუალებები ბელგიელ მეცნიერებზე დაყრდნობით ავრცელებენ. ”ეს არის SARS-CoV-2– ის ორი შემაშფოთებელი ვარიანტით თანაინფიცირების ერთ-ერთი პირველი დოკუმენტურად დადასტურებული შემთხვევა”, – განაცხადა ბიოლოგმა ენ ვანკირბერგენი, რომელიც კლინიკური მიკრობიოლოგიისა და ინფექციური დაავადებების ევროპული კონგრესის (ECCMID) მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანაავტორია. მისივე თქმით, პაციენტი […]

მიწისძვრა ტაჯიკეთში – 5 ადამიანი დაიღუპა

ტაჯიკეთში მიწისძვრამ ხუთი ადამიანი იმსხვერპლა – ინფორმაციას  “როიტერი” ტაჯიკეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობებზე დაყრდნობით ავრცელებს. მიწისძვრის ეპიცენტრი დედაქალაქ დუშამბიდან 165 კილომეტრის ჩრდილო-აღმოსავლეთით იყო, ბიძგების სიმძლავრე 5,9 მაგნიტუდა. შედეგად 20 საცხოვრებელი სახლი დაზიანადა. მთავარი

საფრანგეთში კოვიდით ინფიცირების 40% დელტა ვარიანტზე მოდის

საფრანგეთში, მიმდინარე კვირაში, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების დაახლოებით 40% „დელტა“ ვარიანტზე მოდის, – ამის შესახებ ქვეყნის მთავრობის პრესსპიკერმა გაბრიელ ატალმა განაცხადა. მისი თქმით, „დელტა“ ვარიანტის წილი ბოლო სამი კვირის განმავლობაში ყოველ კვირაში ორმაგდება. მთავრობის პრესსპიკერის განმარტებით, სამი კვირის წინ აღნიშნულ ვარიანტზე ინფიცირების შემთხვევების 10%-ი მოდიოდა, ეს მაჩვენებელი გასულ კვირაში 20%-მდე, მიმდინარე კვირაში კი – 40%-მდე გაიზარდა. გამოცემა […]

პრემიერმა სუგამ ტოკიოში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა იოშიჰიდე სუგამ ტოკიოში საგანგებო მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. საგანგებო მდგომარეობა ძალაში 22 აგვისტოს ჩათვლით დარჩება. ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება დედაქალაქში კორონავირუსის შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდის ფონზე მიიღო. ტოკიოში გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსის 920 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია 13 მაისის შემდეგ. შეგახსენებთ, ტოკიოში 23 ივლისს ოლიმპიადა იწყება, რომელიც 8 აგვისტომდე გაგრძელდება. იპნ

დუბაის პორტში გემი აფეთქდა

დუბაიში, “ჯებელ – ალის” პორტში მდებარე გემის კონტეინერში აფეთქება მოხდა, რომელმაც ძლიერი ხანძარი გამოიწვია. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, არ არის დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია. ხანძარი კონტროლდება. “გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი გაჩნდა ჯებელ – ალის პორტში გემის, კონტეინერში. დუბაის სამოქალაქო თავდაცვის გუნდი მუშაობს ხანძრის ჩასაქრობად”, – ნათქვამია დუბაის მედიის ოფისის “ტვიტერზე” განცხადებაში.დუბაიში CNN- ის რამდენიმე […]

ჰაიტის პრეზიდენტი და მისი ცოლი მოკლეს

ჰაიტის პრეზიდენტი ჟოვენელ მოიზი და მისი ცოლი მარტინა მოკლეს. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა კლოდ ჟოზეფმა გააკეთა. – 7 ივლისს, ღამის 1 საათზე, უცნობი პირების ჯგუფმა, რომელიც ინგლისურ და ესპანურ ენებზე ლაპარაკობდა, განახორციელა თავდასხმა პრეზიდენტის რეზიდენციაზე და მოკლა პრეზიდენტი, – განაცხადა მან. თავდასხმის შედეგად დაიჭრა პრეზიდენტის მეუღლე, რომელიც კლინიკაში გარდაიცვალა. პრემიერმა ჟოზეფმა საკუთარ თავზე პრეზიდენტის […]

მოსახლეობა კოვიდის ვაქცინის ნაცვლად მარილიანი წყლით აცრეს

ინდოეთში ათასობით ადამიანი კორონა საწინააღმდეგო ვაქცინის ნაცვლად, მარილიანი წყლით აცრეს.  ინფორმაციას ამის შესახებ CNN  ავრცელებს. ინდოეთის ოფიციალური პირების განცხადებით, თაღლითობაში  ექიმები და სამედიცინო პერსონალი მონაწილეობდა. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ყალბი ვაქცინებს  ამზადებდნენ და ყიდდნენ. გამოძიების ინფორმაციით, მარილიანი წყლით  სულ მცირე 2.500 ადამიანი აცრეს. თაღლითობის შედეგად პირებმა 28.000 აშშ დოლარი გამოიმუშავეს. თაღლითობაში ჩართული ექიმები  დააკავეს. პოლიციის ინფორმაციით, ამ დროისთვის […]

პირველი გეი ქორწილი რუსეთში შედგა – როგორ გახდა ლენინგრადი გეების ცენტრი

ყველაზე ხმაურიანი გეი ქორწილი, უფრო სწორედ მისი დადგმა, 1921 წლის იანვარში გაიმართა, პეტროგრადის (მომავალი ლენინგრადი, ახლანდელი პეტერბურგი) ცენტრში მდებარე კერძო ბინაში. 95 ადამიანი იყო შეკრებილი. ღონისძიების ორგანიზატორი იყო ბალტიის ფლოტის მეზღვაური, აფანასი შაური, რომელიც საქმროს როლს ასრულებდა. „პატარძალი“ იყო მისი მეგობარი, ლევ სავიტსკი, პროფესიონალი მხატვარი და მოცეკვავე. აფანასი შაურს სურდა ბანალური დიდება. ის შესაბამის ორგანიზაცებში […]

საფრანგეთში მე-4 ტალღაა მოსალოდნელი – ვერანი

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრი ოლივიე ვერანი მოქალაქეებს კორონავირუსის გავრცელების მოსალოდნელი მეოთხე ტალღის შესახებ აფრთხილებს და ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. „ხუთი დღის განმავლობაში ინფიცირების მაჩვენებელი არ შემცირებულა – ის კვლავ იზრდება „დელტა“ ვარიანტის გამო, რომელიც ძალიან გადამდებია. ბრიტანეთის მაგალითიდან ჩანს, რომ მეოთხე ტალღის დაწყება ივლისის ბოლოდანაა მოსალოდნელი. ვაქცინაცია კიდევ უფრო უნდა დავაჩქაროთ,“ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. გამოცემა Bloomberg-ის მიერ […]

ისრაელმა ღაზას სექტორში ჰამასის ობიექტები დაბომბა

ისრაელი ღაზა სექტორში ჰამასის ობიექტების დაბომბვას აგრძელებს. ქვეყნის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, საჰაერო ძალებმა ავიაიერიშები მიიტანეს ღაზას სექტორში განთავსებულ დაჯგუფება “ჰამასის” ობიექტებზე. ისრაელის სამხედრო უწყება აღნიშნულს პალესტინის მხრიდან აალებადი ბუშტების გაშვებით ხსნის. დაბომბვას ღაზა სექტორში ერთი მოქალაქე ემსხვერპლა. რუსთავი 2