ისრაელის ცენტრალური ბანკის განცხადებით, საპილოტე პროგრამის ფარგლებში, ქვეყანამ პირველი ციფრული შეკელი გამოუშვა. ამის შესახებ Globes წერს. ისრაელის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის მოადგილე ენდრიუ აბირი აცხადებს, რომ ციფრულ შეკელს მნიშვნელოვანი გავლენა ექნება საფინანსო სექტორზე, მათ შორის საგადასახადო ბაზარზე, კრიპტოვალუტებსა და ბლოკჩეინსისტემებზე. „ზოგიერთი სკეპტიკოსის აზრით, ციფრული შეკელი საბანკო სისტემას გააქრობს, რაც მცდარი მოსაზრებაა. ცენტრალურ ბანკს არ შემოაქვს ციფრული შეკელი საბანკო სექტორის გასაქრობად. […]
კატეგორია: მსოფლიო
ამერიკელი ბიზნესმენი ესპანეთის ციხეში გარდაცვლილი იპოვეს
კომპანია McAfee-ის დამფუძნებელი, ბიზნესმენი და პროგრამისტი ჯონ მაკაფი ესპანეთის ციხეში გარდაცვლილი იპოვეს. 2020 წელს ჯონ მაკაფი ესპანეთში აშშ-ის მოთხოვნით დააკავეს. მანამდე კი ცნობილი გახდა, რომ ესპანეთის სასამართლომ აშშ-ში მისი ექსტრადიციის გადაწყვეტილება მიიღო. სამართალდამცველებმა გამოძიება დაიწყეს, თუმცა არსებული ინფორმაციით, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ადგილი ჰქონდა თვითმკვლელობას. აშშ-ში ბიზნესმენს გადასახადის გადახდისგან თავის არიდებაში ადანაშაულებდნენ. აშშ-ის პროკურატურაში აცხადებდნენ, რომ […]
£50-იანი ალან ტურინგის გამოსახულებით მიმოქცევაში დღეს შევიდა
ინგლისის ბანკმა მიმოქცევაში გაუშვა ახალი 50 გირვანქა სტერლინგის ბანკნოტი, რომელზეც ალან ტურინგია გამოსახული. ალან ტურინგის პორტრეტიანი ფულის გამოშვება, კომპიუტერის წინაპრის შემქმნელისა და ომის პერიოდის კოდების გამშიფრავი მეცნიერის დაბადების დღეს დაამთხვიეს. ალან ტურინგის ერთ-ერთმა ყველაზე მნიშვნელოვანმა მიღწევამ დიდი როლი ითამაშა მეორე მსოფლიო ომის დროს და გარკვეულწილად ომის ხანგრძლივობა და მსხვერპლის რაოდენობაც შეამცირა. ეს უკავშირდება ENIGMA-ს (მექანიკური მოწყობილობაა, რომელსაც მეორე მსოფლიო […]
ძლიერი მიწისძვრა პერუში – დაზიანდა აეროპორტი
პერუში მიწისძვრა მოძდა. თითქმის 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები ცენტრალურ სანაპიროსთან, დედაქალაქიდან 78 კილომეტრის მოშორებით დაფიქსირდა. მიწისძვრა იგრძნობოდა ლიმაში. სტიქიამ მაგისტრალებზე ქვის ცვენა გამოიწვია, დაზიანდა აეროპორტის შენობაც. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. რუსთავი 2
იტალიის პრემიერმა დრაგიმ მეორე დოზა სხვა ვაქცინით გაიკეთა
იტალიის პრემიერ-მინისტრმა, მარიო დრაგიმ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზა სხვა ვაქცინით გაიკეთა. „გარდიანის“ ინფორმაციით, 73 წლის პრემიერმა პირველად „ასტრაზენეკას“ ვაქცინა გაიკეთა, მეორე შემთხვევაში კი „ფაიზერი“. მიზეზი იტალიის მთავრობის მიერ შეცვლილი რეკომენდაციებია. გასულ თვეს მთავრობამ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთებასთან დაკავშირებით რეკომენდანციები შეცვალა და 60 წელს გადაცილებულ ადამიანებში სისხლის შედედების რისკის გამო მისი გამოყენება აკრძალა. იტალიის ჯანდაცვის სამინისტრომ მოქალაქეებს, […]
ისრაელის პოლიციისა და პალესტინელთა შეტაკებისას 20 დემონსტრანტი დაშავდა
ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის აღმოსავლეთ იერუსალიმის შეიხ ჯარაჰის რაიონში შეტაკება მოხდა. მედიის ინფორმაციით, ისრაელის პოლიციამ მანათობელი ხელყუმბარები და წყლის ჭავლი გამოიყენა. პალესტინის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების ინფორმაციით, შეტაკების შედეგად 20 პალესტინელი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია რამდენიმე პირი. ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის შეტაკებამდე დაპირისპირება მოხდა ებრაელებსა და პალესტინელებს შორის. მედიის ინფორმაციით, მხარეებმა ერთმანეთს […]
ესპანეთის პრემიერმა სანჩესმა კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე 9 ლიდერი შეიწყალა
ესპანეთის მთავრობამ კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე სეპარატისტული ჯგუფის 9 დაპატიმრებული ლიდერი შეიწყალა, – ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს. აღნიშნული პირები სასჯელს 2017 წელს კატალონიის დამოუკიდებლობის მოპოვების მცდელობისათვის იხდიან. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა აღნიშნული გადაწყვეტილება პოლიტიკური კონფლიქტის მოგვარებისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯად შეაფასა. ესპანეთის კონსერვატიული ოპოზიციური პარტიები მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ სასამართლოს მიმართავენ.
თურქეთში მიწისძვრა მოხდა
თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში 5,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ „ანადოლუ“ იუწყება. ეპიცენტრი ეგეოსის ზღვაში, სანაპიროდან 40 კმ-ში დაფიქსირდა. ნგრევის და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. გასული წლის ოქტომბერში თურქეთის სიდიდით მესამე ქალაქ იზმირში 6,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. 115-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 1000-ზე მეტი დაშავდა. ინფო რუსთავი
საფრანგეთში ქალმა მოკლა ქმარი, რომელიც მას მეძავად მუშაობას აიძულებდა
საფრანგეთში ყურადღების ცენტრშია სასამართლო პროცესი, სადაც განსასჯელის სკამზე ზის ქალი, რომელმაც მასზე მოძალადე ქმარი მოკლა. მკვლელობა მისივე აღიარებით, 2016 წელს ჩაიდინა, ამჯერად კი ქალის გათავისუფლების პეტიციას ხელი 600.000-მა მოქალაქემ მოაწერა. ბრალდებული ქალი ვალერია ბაკოტი ამტკიცებს, რომ მის მიერ მოკლული მამაკაცი ქალის მამინაცვალი იყო და მასზე ბავშვობიდან ძალადობდა, შემდეგ კი აიძულა, ცოლად გაჰყოლოდა და 4 შვილი […]
საფრანგეთის რეგიონულ არჩევნებზე მაკრონის და ლე პენის პარტიებმა დაბალი შედეგი აჩვენეს
საფრანგეთის რეგიონული არჩევნების პირველ რაუნდში, წინასწარი გამოკითხვების თანახმად, ემანუელ მაკრონისა და მარინ ლე პენის პარტიებს მოსალოდნელზე დაბალი შედეგები აქვთ. ეგზიტპოლების თანახმად, საფრანგეთის პრეზიდენტის ცენტრისტულმა პარტიამ შესაძლოა, 10-პროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახოს, რაც მეორე ტურში მონაწილეობისთვის არის აუცილებელი. „იფსოსის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვები აჩვენებს, რომ არჩევნებში პირველ ადგილს მთავარი ოპოზიციური, „რესპუბლიკური“ პარტია იკავებს 27.2 პროცენტით. მეორე ადგილზე მარინ […]









