კატეგორია: მსოფლიო

£50-იანი ალან ტურინგის გამოსახულებით მიმოქცევაში დღეს შევიდა

£50-იანი ალან ტურინგის გამოსახულებით მიმოქცევაში დღეს შევიდა

ინგლისის ბანკმა მიმოქცევაში გაუშვა ახალი 50 გირვანქა სტერლინგის ბანკნოტი, რომელზეც ალან ტურინგია გამოსახული. ალან ტურინგის პორტრეტიანი ფულის გამოშვება, კომპიუტერის წინაპრის შემქმნელისა და ომის პერიოდის კოდების გამშიფრავი მეცნიერის დაბადების დღეს დაამთხვიეს. ალან ტურინგის ერთ-ერთმა ყველაზე მნიშვნელოვანმა მიღწევამ დიდი როლი ითამაშა მეორე მსოფლიო ომის დროს და გარკვეულწილად ომის ხანგრძლივობა და მსხვერპლის რაოდენობაც შეამცირა. ეს უკავშირდება  ENIGMA-ს (მექანიკური მოწყობილობაა, რომელსაც მეორე მსოფლიო […]

ძლიერი მიწისძვრა პერუში – დაზიანდა აეროპორტი

არგენტინაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

პერუში მიწისძვრა მოძდა. თითქმის 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები ცენტრალურ სანაპიროსთან, დედაქალაქიდან 78 კილომეტრის მოშორებით დაფიქსირდა. მიწისძვრა იგრძნობოდა ლიმაში. სტიქიამ მაგისტრალებზე ქვის ცვენა გამოიწვია, დაზიანდა აეროპორტის შენობაც. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. რუსთავი 2

იტალიის პრემიერმა დრაგიმ მეორე დოზა სხვა ვაქცინით გაიკეთა

მარიო დრაგი იტალიის ახალი პრემიერი გახდა

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, მარიო დრაგიმ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზა სხვა ვაქცინით გაიკეთა. „გარდიანის“ ინფორმაციით, 73 წლის პრემიერმა პირველად „ასტრაზენეკას“ ვაქცინა გაიკეთა, მეორე შემთხვევაში კი „ფაიზერი“. მიზეზი იტალიის მთავრობის მიერ შეცვლილი რეკომენდაციებია. გასულ თვეს მთავრობამ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთებასთან დაკავშირებით რეკომენდანციები შეცვალა და 60 წელს გადაცილებულ ადამიანებში სისხლის შედედების რისკის გამო მისი გამოყენება აკრძალა. იტალიის ჯანდაცვის სამინისტრომ მოქალაქეებს, […]

ისრაელის პოლიციისა და პალესტინელთა შეტაკებისას 20 დემონსტრანტი დაშავდა

ისრაელის პოლიციისა და პალესტინელთა შეტაკებისას 20 დემონსტრანტი დაშავდა

ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის აღმოსავლეთ იერუსალიმის შეიხ ჯარაჰის რაიონში შეტაკება მოხდა. მედიის ინფორმაციით, ისრაელის პოლიციამ მანათობელი ხელყუმბარები და წყლის ჭავლი გამოიყენა. პალესტინის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების ინფორმაციით, შეტაკების შედეგად 20 პალესტინელი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია რამდენიმე პირი. ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ დემონსტრანტებს შორის შეტაკებამდე დაპირისპირება მოხდა ებრაელებსა და პალესტინელებს შორის. მედიის ინფორმაციით, მხარეებმა ერთმანეთს […]

ესპანეთის პრემიერმა სანჩესმა კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე 9 ლიდერი შეიწყალა

პრემიერი სანჩესი - "ესპანეთი ვირუსის დამარცხებას იწყებს, ომი სრული გამარჯვებით დასრულდება!"

ესპანეთის მთავრობამ კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე სეპარატისტული ჯგუფის 9 დაპატიმრებული ლიდერი შეიწყალა, – ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს. აღნიშნული პირები სასჯელს 2017 წელს კატალონიის დამოუკიდებლობის მოპოვების მცდელობისათვის იხდიან. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა აღნიშნული გადაწყვეტილება პოლიტიკური კონფლიქტის მოგვარებისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯად შეაფასა. ესპანეთის კონსერვატიული ოპოზიციური პარტიები მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ სასამართლოს მიმართავენ.

თურქეთში მიწისძვრა მოხდა

არგენტინაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში 5,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ „ანადოლუ“ იუწყება. ეპიცენტრი ეგეოსის ზღვაში, სანაპიროდან 40 კმ-ში დაფიქსირდა. ნგრევის და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. გასული წლის ოქტომბერში თურქეთის სიდიდით მესამე ქალაქ იზმირში 6,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. 115-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 1000-ზე მეტი დაშავდა. ინფო რუსთავი

საფრანგეთში ქალმა მოკლა ქმარი, რომელიც მას მეძავად მუშაობას აიძულებდა

საფრანგეთში ქალმა მოკლა ქმარი, რომელიც მას მეძავად მუშაობას აიძულებდა

საფრანგეთში ყურადღების ცენტრშია სასამართლო პროცესი, სადაც განსასჯელის სკამზე ზის ქალი, რომელმაც მასზე მოძალადე ქმარი მოკლა. მკვლელობა მისივე აღიარებით, 2016 წელს ჩაიდინა, ამჯერად კი ქალის გათავისუფლების პეტიციას ხელი 600.000-მა მოქალაქემ მოაწერა. ბრალდებული ქალი ვალერია ბაკოტი ამტკიცებს, რომ მის მიერ მოკლული მამაკაცი ქალის მამინაცვალი იყო და მასზე ბავშვობიდან ძალადობდა, შემდეგ კი აიძულა, ცოლად გაჰყოლოდა და 4 შვილი […]

საფრანგეთის რეგიონულ არჩევნებზე მაკრონის და ლე პენის პარტიებმა დაბალი შედეგი აჩვენეს

საფრანგეთის რეგიონულ არჩევნებზე მაკრონის და ლე პენის პარტიებმა დაბალი შედეგი აჩვენეს

საფრანგეთის რეგიონული არჩევნების პირველ რაუნდში, წინასწარი გამოკითხვების თანახმად, ემანუელ მაკრონისა და მარინ ლე პენის პარტიებს მოსალოდნელზე დაბალი შედეგები აქვთ. ეგზიტპოლების თანახმად, საფრანგეთის პრეზიდენტის ცენტრისტულმა პარტიამ შესაძლოა, 10-პროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახოს, რაც მეორე ტურში მონაწილეობისთვის არის აუცილებელი. „იფსოსის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვები აჩვენებს, რომ არჩევნებში პირველ ადგილს მთავარი ოპოზიციური, „რესპუბლიკური“ პარტია იკავებს 27.2 პროცენტით. მეორე ადგილზე მარინ […]

სომხეთში ფაშინიანის პარტია 53,92%-ით ლიდერობს

სომხეთში ფაშინიანის პარტია 53,92%-ით ლიდერობს

სომხეთის ცენტრალურმა კომისიამ ხმების დათვლის პროცედურა 2008-ვე საარჩევნო უბაზე დაასრულა. წინასწარი შედეგების თანახმად, არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის პარტია, „სამოქალაქო შეთანხმება“, ამომრჩეველთა ხმების 53.92%-ით ლიდერობს. მეორე ადგილზეა ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის საარჩევნო ბლოკი „სომხეთი“, 21.04%-ით. მესამე ადგილს იკავებს საარჩევნო ბლოკი „მაქვს პატივი“, რომელმაც, წინასწარი მონაცემებით, ხმების 5.23% მოიპოვა. გაგიკ ცარუკიანის ბლოკმა, „აყვავებული სომხეთი“ კი ამომრჩეველთა ხმების 4.1% მიიღო. […]

ირანის ახალი პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი გახდა

ირანის ახალი პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი გახდა

წინასწარი შედეგების თანახმად, ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში ებრაჰიმ რაისმა გაიმარჯვა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ირანის ეროვნულ საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს. კომისიის ცნობით, ირანის სასამართლო სისტემის ხელმძღვანელმა 17.8 მილიონი ხმა, ანუ ამომრჩევლების ხმების 62% მიიღო. წინასწარი შედეგების თანახმად, მეორე ადგილზეა მოჰსენ რეზაი 3.3 მილიონი ხმით, მესამეზე კი – ირანის ცენტრალური ბანკის ყოფილი თავმჯდომარე აბდოლნასერ ჰემატი 2.4 მილიონი […]