სომხეთში ფაშინიანის პარტია 53,92%-ით ლიდერობს

სომხეთში ფაშინიანის პარტია 53,92%-ით ლიდერობსსომხეთის ცენტრალურმა კომისიამ ხმების დათვლის პროცედურა 2008-ვე საარჩევნო უბაზე დაასრულა. წინასწარი შედეგების თანახმად, არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის პარტია, „სამოქალაქო შეთანხმება“, ამომრჩეველთა ხმების 53.92%-ით ლიდერობს.

მეორე ადგილზეა ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის საარჩევნო ბლოკი „სომხეთი“, 21.04%-ით. მესამე ადგილს იკავებს საარჩევნო ბლოკი „მაქვს პატივი“, რომელმაც, წინასწარი მონაცემებით, ხმების 5.23% მოიპოვა. გაგიკ ცარუკიანის ბლოკმა, „აყვავებული სომხეთი“ კი ამომრჩეველთა ხმების 4.1% მიიღო.

ამასთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2.593.572 პოტენციური ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა 1.281.174 მოქალაქემ, ანუ 49.4%-მა მიიღო.

ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მის პარტიას ახლად არჩეულ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება.

„ამრიგად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, ახლად არჩეულ პარლამენტში პარტია „სამოქალაქო შეთანხმებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა (მინიმუმ 71 დეპუტატი 105-დან) ექნება და შექმნის მთავრობას, რომელსაც მე ვუხელმძღვანელებ,“- წერს ფაშინიანი „ტვიტერში“.

იპნ