კატეგორია: მსოფლიო

თურქეთში მიწისძვრა მოხდა

თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში 5,3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ „ანადოლუ“ იუწყება. ეპიცენტრი ეგეოსის ზღვაში, სანაპიროდან 40 კმ-ში დაფიქსირდა. ნგრევის და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. გასული წლის ოქტომბერში თურქეთის სიდიდით მესამე ქალაქ იზმირში 6,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. 115-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 1000-ზე მეტი დაშავდა. ინფო რუსთავი

საფრანგეთში ქალმა მოკლა ქმარი, რომელიც მას მეძავად მუშაობას აიძულებდა

საფრანგეთში ყურადღების ცენტრშია სასამართლო პროცესი, სადაც განსასჯელის სკამზე ზის ქალი, რომელმაც მასზე მოძალადე ქმარი მოკლა. მკვლელობა მისივე აღიარებით, 2016 წელს ჩაიდინა, ამჯერად კი ქალის გათავისუფლების პეტიციას ხელი 600.000-მა მოქალაქემ მოაწერა. ბრალდებული ქალი ვალერია ბაკოტი ამტკიცებს, რომ მის მიერ მოკლული მამაკაცი ქალის მამინაცვალი იყო და მასზე ბავშვობიდან ძალადობდა, შემდეგ კი აიძულა, ცოლად გაჰყოლოდა და 4 შვილი […]

საფრანგეთის რეგიონულ არჩევნებზე მაკრონის და ლე პენის პარტიებმა დაბალი შედეგი აჩვენეს

საფრანგეთის რეგიონული არჩევნების პირველ რაუნდში, წინასწარი გამოკითხვების თანახმად, ემანუელ მაკრონისა და მარინ ლე პენის პარტიებს მოსალოდნელზე დაბალი შედეგები აქვთ. ეგზიტპოლების თანახმად, საფრანგეთის პრეზიდენტის ცენტრისტულმა პარტიამ შესაძლოა, 10-პროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახოს, რაც მეორე ტურში მონაწილეობისთვის არის აუცილებელი. „იფსოსის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვები აჩვენებს, რომ არჩევნებში პირველ ადგილს მთავარი ოპოზიციური, „რესპუბლიკური“ პარტია იკავებს 27.2 პროცენტით. მეორე ადგილზე მარინ […]

სომხეთში ფაშინიანის პარტია 53,92%-ით ლიდერობს

სომხეთის ცენტრალურმა კომისიამ ხმების დათვლის პროცედურა 2008-ვე საარჩევნო უბაზე დაასრულა. წინასწარი შედეგების თანახმად, არჩევნებში ნიკოლ ფაშინიანის პარტია, „სამოქალაქო შეთანხმება“, ამომრჩეველთა ხმების 53.92%-ით ლიდერობს. მეორე ადგილზეა ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის საარჩევნო ბლოკი „სომხეთი“, 21.04%-ით. მესამე ადგილს იკავებს საარჩევნო ბლოკი „მაქვს პატივი“, რომელმაც, წინასწარი მონაცემებით, ხმების 5.23% მოიპოვა. გაგიკ ცარუკიანის ბლოკმა, „აყვავებული სომხეთი“ კი ამომრჩეველთა ხმების 4.1% მიიღო. […]

ირანის ახალი პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი გახდა

წინასწარი შედეგების თანახმად, ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში ებრაჰიმ რაისმა გაიმარჯვა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ირანის ეროვნულ საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს. კომისიის ცნობით, ირანის სასამართლო სისტემის ხელმძღვანელმა 17.8 მილიონი ხმა, ანუ ამომრჩევლების ხმების 62% მიიღო. წინასწარი შედეგების თანახმად, მეორე ადგილზეა მოჰსენ რეზაი 3.3 მილიონი ხმით, მესამეზე კი – ირანის ცენტრალური ბანკის ყოფილი თავმჯდომარე აბდოლნასერ ჰემატი 2.4 მილიონი […]

სომხეთში პრემიერობის კანდიდატის მანქანა დაცხრილეს

სომხეთში პრემიერ – მინისტრობის კანდიდატი „დემოკრატთა ალიანსის“ ბლოკიდან არმან ბაბაჯანიანი მისი პირადი ავტომანქანის დაცხრილვის შესახებ იუწყება. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს. „ჩემ მანქანას ესროლეს. როცა მკვლელი, ქურდი, მაფიოზი თავისუფლებაზეა და მითუმეტეს, არჩევნებში მონაწილეობს, ჩვენ ასეთ ინციდენტებს თავს ვერ ავარიდებთ“, – წერს “ფეისბუქზე“ ბაბაჯანიანი. პოლიციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მანქანის დაცხრილვის დროს, ბაბაჯანიანი ავტომანქანაში არ იმყოფებოდა. მათივე ცნობით, […]

რუსეთში თვითმფრინავის ავარიული დაჯდომისას 7 ადამიანი დაიღუპა

L-410 ტიპის თვითმფრინავმა რუსეთის კემეროვოს ოლქში ავარიული დაჯდომა განახორციელა, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაიღუპა, 13 დაშავდა. ინციდენტი ტანაის აეროდრომზე მოხდა. ბორტზე 20 ადამიანი იმყოფებოდა, პარაშუტისტები და მფრინავები. ეს იყო საწვრთნელი ფრენა, რომლის დასაწყისშივე ერთ-ერთმა მფრინავმა დისპეტჩერს უთხრა, რომ ძრავი მწყობრიდან გამოვიდა. დაშავებულთაგან 4 მძიმე მდგომარეობაშია.

“ცოლმა საწოლიდან გადმომაგდო და მერე მე ის გავგუდე” – ბერძენი ქმრის აღიარება

ათენში მომხდარი გახმაურებული დანაშაული – ცოლის მკვლელობაში ბრალდებული ქმრის პირველი ჩვენებას ბერძნული მედია ავრცელებს. ქმარი ყვება, როგორ და რა გარემოებაში ჩაიდინა დანაშაული. ინტერვიუ მძიმე ფაქტებს შეიცავს: “განადგურებული ვარ, სიძულვილის გამო ჩემს ქალიშვილს ობლად გაზრდა მიუსაჯეს. 11 მაისის ღამეს ვიჩხუბეთ, მეუღლემ საწოლიდან გადმომაგდო და დავინახე, რომ ის წავიდა ბავშვის საწოლში ჩასასმელად. მე მივედი მასთან და როდესაც […]

რას იტყუება პუტინი რუსეთის როლზე საერთაშორისო კონფლიქტებში?

„რუსეთი მუდმივად მზად არის საერთაშორისო თანამშრომლობისთვის. ჩვენ საერთაშორისო ურთიერთობებში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის როლის გაძლიერებას ყოველთვის მხარს ვუჭერდით. ჩვენ ვეხმარებით გაეროს რეგიონული კონფლიქტების მოგვარებაში და უმნიშვნელოვანესი როლი ვითამაშეთ ლიბიასა და სირიაში სიტუაციის დასტაბილურებაში. როგორც იცით, რუსეთმა მთავარი როლი შეასრულა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაში.“-ეს სიტყვები ვლადიმერ პუტინს ეკუთვნის.  მაგრამ, სინამდვილეში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის როლს საერთაშორისო ურთიერთობებში რუსეთი […]

ისრაელმა ღაზას სექტორი ისევ დაბომბა

ისრაელმა ღაზას სექტორზე კიდევ ერთი ავიაიერიში განახორციელა. ქვეყნის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით სპეციალური, ხანძრის გამომწვევი საჰაერო ბურთების გაშვების შემდეგ მიიღეს. „ღაზას სექტორიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით ხანძრის გამომწვევი ბურთები გამოუშვეს. ამის საპასუხოდ, მოიერიშე თვითმფრინავებმა ორგანიზაცია „ჰამასის“ სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა სხვადასხვა სცენარისთვის მზადყოფნის დონე გაზარდა და ღაზაში მდებარე „ჰამასის“ […]