ძლიერი მიწისძვრა პერუში – დაზიანდა აეროპორტი

პერუში მიწისძვრა მოძდა. თითქმის 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები ცენტრალურ სანაპიროსთან, დედაქალაქიდან 78 კილომეტრის მოშორებით დაფიქსირდა. მიწისძვრა იგრძნობოდა ლიმაში.

სტიქიამ მაგისტრალებზე ქვის ცვენა გამოიწვია, დაზიანდა აეროპორტის შენობაც. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

რუსთავი 2